გია ჯაჯანიძე: ტრაგედია ჩვენს ყოფაში მხოლოდ ადამიანის წასვლაა ამ ქვეყნიდან

164
SHARE

ტრაგედია ჩვენს ყოფაში მხოლოდ ადამიანის წასვლაა ამ ქვეყნიდან. დანარჩენი ყველაფერი, გამოცდილება და სწავლებაა, იმ შემთხვევაში თუ გონიერი ხარ და წინდახედული – ამის შესახებ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და ცხოვრებისეული შინაარსის პოსტს აქვეყნებს.
„კარგია როცა გაქებენ, მაგრამ უფრო კარგია, როცა შენიშვნას გაძლევენ და მიგითითებენ სწორად ცხოვრებისკენ. გააჩნია ვინ გაქებს და რატომ გაქებს, ვინ არის შენი მაქებარი. სიამოვნების გარდა რაში გადგება და რას გაძლევს ქება. დაფიქრდი ყველა შენიშვნაზე, მითითებაზე და დარიგებაზე. გაიაზრე და თავად გააკეთე არჩევანი, არა ისე როგორც შენ გინდა, არამედ ისე, როგორც შენს მომავალს გამოადგება. ტრაგედია ჩვენს ყოფაში მხოლოდ ადამიანის წასვლაა ამ ქვეყნიდან. დანარჩენი ყველაფერი: წარუმატებლობა, შური, ბოროტება, უმადურობა, გაუტანლობა და ღალატი, გამოცდილება და სწავლებაა, იმ შემთხვევაში თუ გონიერი ხარ და წინდახედული. ეცადე არ იყო გულუბრყვილო, არც ეჭვიანი. თუ გონივრულად გააანალიზებ რაც შენს ირგვლივ ხდება, თუ იქნები დაკვირვებული, გრძნობებს ბრმად არ მიენდობი, მაშინ შეცდომას არ დაუშვებ. სულსწრაფი ადამიანი უშვებს შეცდომებს, ლოდინი და მოთმინება გაძლევს საშუალებას სწორად დაინახო და გააანალიზო სიტუაციები, რაც შენ ირგვლივ ხდება. ვინც არ ჩქარობს, ის გამარჯვებული რჩება ყოველთვის. არასოდეს არ არის გვიან, მთავარია, იმ დროს მოერგო რა დროც დგას. არ შეეცადო დრო განკარგო, არ მოექცე დროს უდიერად, გაუფრთხილდი საკუთარ და სხვის დროს. დრო რომელიც შენთვის არის განკუთვნილი გამოიყენე, არ დაკარგო. ბედნიერება შენშია, გასაღები დუმილში. გასაიდუმლებულ სამყაროში შენც საიდუმლოებით მოცული უნდა იყო. შენი აზროვნება, ფიქრები და დამოკიდებულება სარკეა, რომელშიც განგება იხედება და ხედავს სინამდვილეში როგორი ხარ შენ. არ ეთამაშო ცხოვრებას, ის შენ სერიოზულად უნდა მიიღო და დააფასო. იყავი ფრთხილად“, – წერს გია ჯაჯანიძე.

FB კომენტარები

კომენტარი