გია ჯაჯანიძე ბედნიერების საიდუმლოს გვიმხელს

95
SHARE

“ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზი – ბავშვობიდან დღემდე, ფერად, ულამაზეს და საოცარ სიზმრებს ვხედავ. ვიღვიძებ ბედნიერი და ეს განწყობა მთელი დღე მიმყვება. სიზმრების სიუჟეტები პატარ-პატარა დასრულებული ამბებია, სადაც არაამქვეყნიურ სილამაზეში ვცხოვრობ და არამიწიერ ბედნიერებას განვიცდი. ისეთი ძალა აქვს ამ ბედნიერების განწყობას, არასდროს მიჩნდება სურვილი, ბოროტ ადამიანებს ბოროტებით გადაუხადო სამაგიერო. არავის ვაკრიტიკებ, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. პოზიციასაც არ გამოვთქვამ, იმიტომ, რომ ნერვებს არ ვიშლი. პოლემიკაშიც არ შევდივარ, თავისი უნდათ გაიტანონ და თუ ვერ გაიტანეს, პირველივე შემთვევაზე ჩაგქოლავენ . ამიტომ, ვცხოვრობ ჩემთვის მშვიდად და ვნეტარებ. აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა: როგორ შეიძლება იცხოვრო მშვიდად, როვა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა? როგორ შეიძლება და ჩვეულებრივად. თუ ის შეიძლება, ამდენმა გულღრძომ და გაბოროტებულმა იცხოვროს, თუ ის შეიძლება, ამდენმა შურიანმა და გათახსირებულმა იცხოვროს, რატომ არ შეიძლება მშვიდმა და ბედნიერმა იცხოვროს? ნება მომეცით დავტკბე ცხოვრებით. ტკბობას სულაც არ უნდა ბევრი ფული და დიდი ქონება. ბედნიერება სიმდიდრეს არ მოაქვს. წარმატებისგან მოსული ბედნიერება ხანმოკლეა.
ბედნიერება მოდის მშვიდ და თბილ ადამიანებთან. მშვიდი ადამიანი სტაბილად ბედნიერია”, – წერს გია ჯაჯანიძე

FB კომენტარები

კომენტარი