გია ყანჩელისა და რობერტ სტურუას დაპირისპირებას ბერა სიმბოლურად, “ყვითელი ფოთლებით” გამოეხმაურა

186
SHARE

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებს მრავალი ცნობილი სახე გამოეხმაურა. საზოგადოების განსაკუთრებული გაღიზიანება რუსთაველის თეატრის რეჟისორის რობერტ სტურუას “ფეისბუქ” პოსტმა გამოიწვია. ანტისაოკუპაციო აქციის შესახებ. სტურუამ დაწერა: “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!” . მოქალაქეებმა აღნიშნული რუსთაველის თეატრის წინ აქცია “პერფორმანსითაც” გააპროტესტეს აქციის ორგანიზატორებმა ე.წ

Кухня მოუწყვეს და რეჟისორითვის ბორში და კოტლეტი მოუმზადეს.რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის წინ

“ბატონო რობიკო, აბა შეეცადეთ და გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყავით დიეტაზე? მართალია! არასდროს ყოფილხართ, და ისიც ხომ იცით დიეტაში რასაც ვგულისხმობთ? ხომ გახსოვთ ბრეხტი, ბატონო რობიკო? და მაიაკოვსკი? კი ბატონო. პრინციპში რას გეკითხებით”, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ობერტ სტურუას აღნიშნულ პოზიციას კომპოზიტორი გია ყანჩელი გაემიჯნა. ყანჩელმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ სტურუას მოსაზრებას ანტისაოკუპაციო აქციების შესახებ არ იზიარებს, მან ასევე დასძინა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უწყობდეს ხელს, აუცილებლად იდგებოდა მომიტინგეთა გვერთით.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან, რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.…მინდა, გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე: რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო”, – აღნიშნა გია ყანჩელმა.

ლეგენდარული კომპოზიტორისა და რეჟისორის დაპირისპირებას მომღერალი ბერა ივანიშვილი გამოეხმაურა. ბერამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყანჩელის ერთ-ერთ კომპოზიციას “ყვითელი ფოთლები” ასრულებს. “მე გამოვხატავ ტკივილს და სიყვარულს…”,- დაწერა ვიდეოს აღწერაში, რომელიც “ინსტაგრამ” გვერდზე გამოაქვეყნა.

 

რა მოხდა?

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოქალაქეთა ქუჩაში გამოსვლის მიზეზი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გახდა, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა. ასამბლეის პირველი დღე პარლამენტის შენობაში გაიმართა და რუსეთის დუმის დეპუტატს სხდომა პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელიდან მიჰყავდა. რუსი დეპუტატის საქართველოს საკანონდებლო ორგანოს მთავარ სავარძელში ხილვამ საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სპიკერატის პიკეტირება მოახდინეს და ასამბლეა ჩაიშალა. მოქალაქეებმა შეკრება პარლამენტის შენობასთან და იმ სასტუმროსთან დაიწყეს, სადაც რუსი დეპუტატი იმყოფებოდა. გავრილოვმა საქართველო სასწრაფო წესით დატოვა. 20 ივნისს მშვიდობიანი აქცია, რომელიც პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობით გაგრძელდა სამართალდამველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა მრავალი მომიტინგე და ჟურნალისტი, დაკავებული იყო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე.

 

სოფიო რატიშვილი

 

 

FB კომენტარები

კომენტარი