გია როინიშვილი ყოფილ სიძეზე: კოპენჰაგენიდან ონკოლოგი შემეხმიანა, სიტუაცია დამაიმედებელია

1033
SHARE

მსახიობი გია როინიშვილი ყოფილი სიძის, გიორგი მახარაშვილის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მას კოპენჰაგენიდან ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე შეეხმიანა და პირველი კონსულტაციების შედეგად, სიტუაცია დამაიმედებელია.

“დღეს, საკუთარი ინიციატივით, შემომეხმიანა კოპენჰაგენიდან (დანია) უმაგრესი ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე და პირველი კონსულტაციები გავიარეთ გიორგისთან დაკავშირებით. სიტუაცია ძალიან დამაიმედებელია… ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება… დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება! დიდი მადლობა ბატონ ზაზას ასეთი გულისხმიერებისთვის!🙏🙏🙏”,- წერს გია როინიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

FB კომენტარები

კომენტარი