გია ბარამიძე ცხენიდან გადმოვარდა

618
SHARE

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე ჰოსპიტალიზებულია. მან ბორჯომის ხეობაში, კერძოდ ტაბაწყურის ტყეში ხელი მოიტეხა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბარამიძე ტყეში უკრაინელ სტუმართან ერთად იმყოფებოდა. ის მეგობარ ქალბატონს ხეობას ათვალიერებინებდა, რა დროსაც ცხენიდან გადმოვარდა და ზედა კიდურზე დაზიანება მიიღო. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ყვება, რომ პოლიტიკოსი ხელის მოტეხილობით თბილისში გადაიყვანეს.

წყარო:http://primetime.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი