გზა აშშ-ის საჰაერო ძალებიდან საბრძოლო ხელოვნებამდე – ჩაკ ნორისი დღეს 76 წლის გახდა

461
SHARE

ამერიკელი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და მსახიობი კარლოს რეი „ჩაკ“ ნორისი დღეს 76 წლის გახდა. ნორისი 1940 წლის 10 მარტს რაიანში, ოკლაჰომას შტატში, ვილმა და რეი ნორისების ოჯახში დაიბადა. რეი მექანიკოსი, ავტობუსისა და სატვირთოს მძღოლი იყო. ნორისს ჰყავს ორი უმცროსი ძმა: ვილანდი (გარდაცვლილი) და აარონი (ჰოლივუდის პოდიუსერი).
როცა ნორისს შეუსრულდა თექვსმეტი წელი, მისი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და ნორისი დედასთან და ძმებთან ერთად საცხოვრებლად ჯერ პრერია ვილიჯში (კანზასი), ხოლო შემდგომ ტორანსში (კალიფორნია ) გადავიდა. ნორისმა საკუთარი ბავშვობა დაახასიათა, როგორც უჟმური.
იგი იყო არაათლეტური აღნაგობის, მორცხვი და „ქრონიკულად ჩვეულებრივი“. 1958 წელს ნორისი ჩაირიცხა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში საჰაერო პოლიციელად და ოსანის საჰაერო ბაზაზე სამხრეთ კორეაში გააგზავნეს. იქ მიიღო ნორისმა მეტსახელი „ჩაკი“ და დაიწყო ვარჯიში ტანსუდოში. საბოლოოდ, მისმა ინტერესმა სპორტისადმი არაერთი „შავი ქამარი“ მოაპოვებინა. ნორისმა ჩამოაყალიბა ასევე საკუთარი სკოლა, რომელსაც ჩუნ კუკ დო („უნივერსალური გზა“) უწოდა. შემდეგ ის დაბრუნდა აშშ-ში და განაგრძო მუშაობა საჰაერო პოლიციელად მარტის საჰაერო ძალების ბაზაზე კალიფორნიაში.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო ძალებში იმსახურა, საბრძოლო ოსტატობაში დახელოვნება დაიწყო და საკუთარი სკოლა, ჩუნ კუკ დო ჩამოაყალიბა. ნორისმა ითამაშა არაერთ ფილმში ითამაშა. მათ შორის „დრაკონის გზაში“, სადაც მას პარტნიორობას ბრიუს ლი უწევდა. 1980-იან წლებში იგი Cannon Group-ის წამყვანი მსახიობი იყო. კინოში პოპულარობა, ძირითადად, მისი ძმის – აარონ ნორისის ფილმებში თამაშმა, ასევე უოკერის როლმა ტელესერიალში „უოკერი, ტეხასელი რეინჯერი“ მოუტანა. მას ამჟამად მეორე მეუღლე და 5 შვილი ჰყავს. სხვადასხვა დროს მის მიერ მიღებული ჯილდოები კი ასე გამოიყურება: „შავი ქამარი“ ძიუდოში; „შავი ქამარი“ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში; მე-8 ხარისხის „შავი ქამარი“ ტაეკვანდოში;მე-9 ხარისხის „შავი ქამარი“ ტანსუდოში; მე-10 ხარისხის „შავი ქამარი“ ჩუნ კუკ დოში.

12067182_1149364775108365_1836038664_n 12834658_1149365068441669_52256018_n10423532_1149365101774999_1481103212_n

FB კომენტარები

კომენტარი