გვინეტ პელტროუ კრის მარტინთან გაშორების სირთულეებზე საუბრობს – მსურდა გაყრა პოზიტიურ მოვლენად გარდამექმნა

120
SHARE

ჟურნალ “People”-ის ინფორმაციით, კრის მარტინმა და გვინეტ პელტროუმ გაყრის შესახებ ორი წლის წინ განაცხადეს, გაყრის პროცესი კი წელს, მაისში დასრულდა. საქმეს ლოს-ანჯელესის სასამართლო განიხილავდა.
„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთი ოჯახი და შესაძლოა, მომავალში უფრო ახლო ურთიერთობებიც კი გვქონდეს, ვიდრე ქორწინების პერიოდში“, – განაცხადა გვინეტ პელტროუმ.
​თუმცა ახალ ინტერვიუში მსახიობი იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც კრის მარტინთან გაშორებას მოჰყვა.
“მსურდა გაყრა პოზიტიურ მოვლენად გარდამექმნა. რა მოხდება, თუ არ გავკიცხავ და შევეწყობი? რა იქნება, თუ გულისტკივილს კარს უკან დავტოვებ და ბავშვებზე ვიფიქრებ, პირველ რიგში? რა მოხდება, თუ გავახსენებ ჩემს თავს ყველაფერ იმას, რაც ჩემს ყოფილ ქმარში მიყვარს? რა მოხდება, რომ ვემეგობრო? – ამ ყველაფერის გაანალიზება და გავლა ჩემთვის ყველაზე რთული რამ იყო ცხოვრებაში. მშვენიერი ცხოვრება მქონდა: უდიდესი წარმატება, უდიდესი გართობა, უდიდესი დანაკარგი… მიზეზი, რის გამოც დღეს ბედნიერი ვარ, არის ის, რომ ყველა შესაძლებლობიდან მაქსიმალურს ვიღებ”, – განაცხადა გვინეტ პელტროუმ.
44 წლის მსახიობს, გვინეტ პელტროუს და 40 წლის მომღერალს, კრის მარტინს ორი შვილი – 13 წლის ეფლი და 11 წლის მოსე ჰყავთ.

FB კომენტარები

კომენტარი