“გვერ­დი გა­ტე­ხი­ლია რუ­სულ­ი “ექა­უნ­თით” – გიორგი კეკელიძის “ფეისბუქგვერდი” გატეხეს

38
SHARE

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ოფიციალური „ფეისბუქგვერდი“ გატეხეს. წაშლილია თითქმის სრული არქივი.

როგორც ერთადერთმა, შემთხვევით შემორჩენილმა ადმინისტრატორმა ნახა, გვერდი წაშლილია რუსული „ექაუნთით“.

გიორგი კეკელიძის „ფეისბუქგვერდი” იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდი სოციალური მედიის ქართულ სივრცეში. გვერდს ჰქონდა 140 ათასამდე, თითოეულ პოსტს კი, სულ ცოტა, ათასი მოწონება.

„უახლოეს ხანში მივმართავთ, ცხადია, შსს-სა და ფბადმინისტრაციას“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.

FB კომენტარები

კომენტარი