გველის კონიაკი 350 დოლარად – ეს რომ აქედან გაიქცეს, ჯავრს იყრის მთელ საქართველოზე

480
SHARE

ალკოჰოლური სასმელების კოლექციონერთათვის სოციალურ ქსელში გასაყიდად გველის კონიაკი გამოჩნდა. ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, გველის კონიაკს, 32 წლის დაძველებით, 350 დოლარად ყიდის. როგორც სასმელის მფლობელი წერს, მას სამკურნალოდაც იყენებენ, თუმცა დასალევადაც ძალიან გემრიელია. პროდუქტს კი, ძირითადად, ჩინეთში ამზადებენ და მსგავსი ტიპის სასმელი აზიურ ქვეყნებში მრავალფეროვანია. ქვეწარმავლის კონიაკის გამოჩენამ მომხმარებელთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, ნაწილმა კი მის შესაძენად საკმაოდ დიდი სურვილი გამოთქვა.

FB კომენტარები

კომენტარი