გერმანიის სასამართლოს თანამშრომლები, კონვერტის მიღების შემდეგ, შეუძლოდ გახდნენ

53
SHARE

მწვანე ფერის ფხვნილის შემცველი წერილი გერმანიაში, ქვემო საქსონიაში მდებარე სასამართლოში მიიღეს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, წერილის გახსნის შემდეგ, სასამართლოს ხუთმა თანამშრომელმა თავი ცუდად იგრძნო. ინციდენტი სამშაბათს მოხდა. როგორც პოლიცია იუწყება, სასამართლოს თანამშრომლებმა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ აცნობეს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გავიდა.
ხუთი დაზარალებული ხრჩობის სიმპტომებს და პანიკურ მდგომარეობას უჩიოდა, მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმებმა სხვა თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეამოწმეს.
თუ რა ნივთიერება იყო კონვერტში, ჯერ–ჯერობით უცნობია. სპეციალისტები ნივთიერების სინჯებს იკვლევენ, ხოლო სამართალდამცველები უშუალოდ გამომგზავნის ვინაობის დადგენას ცდილობენ.

Comments

comments