გერმანიაში აზერბაიჯანელმა მეზობელი ხმამაღალი სექსის გამო დაჭრა

481
SHARE

გერმანიის ქალაქ ბედბურგში აზერბაიჯანელმა მიგრანტმა მეზობელი იმის გამო დაჭრა, რომ იგი ხმამაღალი სექსით იყო დაკავებული.
როგორც გერმანული გამოცემები წერენ, კელნის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე განიხილება. 42 წლის აზერბაიჯანელმა მიგრანტმა მამედოვმა, მეზობლის სახლიდან გამოსული ხმამაღალი ეროტიკული ხმების გამო, დაძინება ვერ შეძლო.
როგორც ირკვევა, მამედოვი მეზობელს ოთახში შეუვარდა და ტახტზე მჯდომ მამაკაცს სამი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გერმანელი თავის მეგობარ გოგოსთან ერთად ოთახიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მას მამედოვი გაეკიდა და მოკვლით დაემუქრა.დაზარალებული მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე ჭრილობით გადაიყვანეს.
„ეს საბედისწერო დღე იყო ჩემი კლიენტისთვის. ის ნასვამი იყო და ნახა შიშველი მამაკაცი, რომელიც მის მეზობელ ქალთან შევიდა, მას არ სურდა დაზარალებულის მოკვლა“, – განაცხადა მამედოვის ადვოკატმა, მარიო გეენიჩმა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებული მამედოვის განმარტებით, ის გერმანიაში 2015 წლის მარტში ჩავიდა. აზერბაიჯანში კი სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობდა.

FB კომენტარები

კომენტარი