გერმანელი პოლიციელი “მის გერმანია 2019” გახდა

87
SHARE

გერმანიაში სილამაზის კონკურსი “მის გერმანია 2019” ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას 10 ათასზე მეტი გოგო იღებდა, რომელთაგანაც ფინალისთვის 16 კონკურსანტი შეირჩა. გამარჯვებული და სილამაზის დედოფალი 28 წლის პოლიციელი ნადინ ბერნეისი გახდა.
ნადინ ბერნეისი კიბერუსაფრთხოების განყოფილებაში დეტექტივად მუშაობს და როგორც თავად ამბობს, საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს.
გამარჯვებულმა ჯილდოდ ერთი წლით უფასოდ მოგზაურობა, ძვირფასი ავტომობილი და ცნობილი ბრენდების კოსტიუმები მიიღო.

FB კომენტარები

კომენტარი