გემრიელი და სასურველი შემოთავაზება დონატელოსგან – შემოიხედეთ foodpanda.ge-ზე

24
SHARE

გიყვართ გემრიელი კერძები, მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს! მით უფრო, თუ წვიმს, თოვს, ქარია ან დრო არ გაქვთ და ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას… ფუდპანდა და მისი პარტნიორები, ამჯერად „დონატელო“ მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. წინ სასიამოვნო დღეები გელით… გიყვართ დონატელოს უგემრიელესი ბურგერები, სენდვიჩები, დონატები???? 1 სენდვიჩი, 2 დონატი და 1 კოკა-კოლა, სულ რაღაც 6 ლარად! შეიქმენი მაქსიმალური კომფორტი! გამოიძახე 150-ზე მეტი რესტორნიდან და ფუდპანდას კურიერი ადგილზე მოგართმევთ!სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
გთავაზობთ ყველაზე გემრიელ რეცეპტს „დონატები შოკოლადით“ მინდა გაგიზიაროთ ძალიან გემრიელი და ფუმფულა დონატების რეცეპტი. ძალიან ნაზი და ამ სინაზეს ის გაცივებულ მდგომარეობაშიც ინარჩუნებს… საერთოდ, ინტუიცია მნიშვნელოვანია კულინარიაში, რადგან იდენტური რეცეპტითაც კი შეიძლება სხვადასხვა შედეგი მიიღო: ინგრედიენტები ხომ არასდროს არის იდენტური, ზოგჯერ კვერცხია განსხვავებული ზომის, ზოგჯერ კი ფქვილი სხვადასხვა სორტის, ან კარაქის ხარისხი, თუნდაც ღუმელი… მოკლედ დაიცავით მაინც რეცეპტი: 50 გ მარგარინი ან კარაქი, 130 მლ რძე, 130 მლ წყალი, 1 მსხვილი კვერცხი, 75 გ შაქარი, 2.5ჭ ფქვილი (250 მლ-იანი ჭიქა), 1ჩ.კ (სავსე) მშრალი საფუარი რძე და წყალი გაათბეთ,შემდეგ ჩააგდეთ კარაქის ნაჭერი და ჩაადნეთ. დაამატეთ კვერცხი, შაქარი და კარგად გახსენით. ბოლოს საფუარი დაამატეთ. დადგით ეს თბილი მასა 20-30 წუთით და აფუება აცალეთ. თავდაპირველად დააცერით ორი ჭიქა ფქვილი. დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნელნელა ამატეთ. შესაძლოა ცოტა მეტი ან ნაკლებიც დაგჭირდეთ. მთავარია ცომის კონსისტენცია: ის უნდა იყოს რბილი, ნაზი, ხელებზე ცოტა მოგეწებებათ, მაგრამ ფქვილს ნუ დაამატებთ, უბრალოდ კარგად დაზილეთ. დადგით გასაფუებლად, სანამ არ გაორმაგდება. აფუებული ცომი გადმოიღეთ ფქვილიან დაფაზე, გააბრტყელეთ დაახლოებით 1-1.5 სმ-ზე და გამოჭერით დისკები, თუ სპეციალური საჭრელები არ გაქვთ, სხვადასხვა ზომის ჭიქები გამოიყენეთ. გამოჭრილი ფორმები გააცალკევეთ და დატოვეთ დაფაზევე 20 წუთი, რათა ხელახლა ამოფუვდეს. ტაფაზე დაასხით ზეთი (სასურველია დონატებს შუამდე მაინც სწვდებოდეს ცხობისას) როცა გაცხელდება, ფრთხილად ჩაალაგეთ ცომი და საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე დაბრაწეთ ორივე მხრიდან. თავზე, სასურველია, გამდნარი შოკოლადი მოასხათ ან შაქრის პუდრა მოაყაროთ. მე ორივე ვარიანტი ვცადე და შოკოლადიანმა უფრო მომხიბლა… რჩევა: რძე გამოვიყენე სოფლის, ცხიმიანი. კიდევ ერთი ხერხი: თუ გლაზურის მოსხმას გადაწყვეტთ, უმჯობესია შოკოლადი ფართო ჭურჭელში გაადნოთ და დონატი ჩააწოთ შიგნით, ვიდრე ზემოდან მოასხათ, ზედმეტ შოკოლადს ადვილად ჩამოაცლით და ნაკლებად ჩამოიწუწება… და კიდევ ერთი იდეა: შეგიძლიათ ჩვეულებრივი მრგვალი ფუნთუშის ფორმა მისცეთ და ისე შეწვათ (აღარ ამოაჭრათ შუაგული), შემდეგ კი საკონდიტრო შპრიცით შეუყვანოთ სასურველი შიგთავსი-შოკოლადის, ვანილის, ლიმნის და ა.შ. კრემი ან ჯემი. გემრიელად მიირთვით! foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
R

Comments

comments