გეგა ფალავანდიშვილი „რუსთავი 2“-ს ტოვებს

427
SHARE

 პროგრამირებისა და მარკეტინგის მენეჯერი გეგა ფალავადიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ტოვებს. ფალავანდიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განსაკუთრებულ მადლობას უხდის რამოდენიმე ადამიანს, ვინც პირადად შეიტანა წვლილი მისი კომპანიიდან წასვლაში. „აი ჩემი ბოლო ხელფასიც ჩაირიცხა რუსთავი 2-ში და მინდა მადლობა გადადიხადოთ. 1. ყველას, ვინც ხართ, ან იყავით რუსთავი 2-ში ჩემი აქ ყოფნის 7 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. 2. ყველა კომპანიის წარმომადგენელს და ცალკეულ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა. მადლობა მხარდაჭერისთვისა და მოტივაციისთვის. თქვენი ყველას დამსახურებაა რუსთავი 2-ის უპირობო ლიდერობა. გისურვებთ წარმატებას და პირველობის შენარჩუნებას და განსაკუთრებული მადლობა იმ რამოდენიმე ადამიანს, ვინც პირადად შეიტანა თავისი განუმეორებელი წვლილი ჩემს წამოსვლაში“, – წერს ფალავანდიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი