გახდება თუ არა პრინცი ჰარი მეფე?

62
SHARE

გახდება თუ არა პრინცი ჰარი მეფე? – ამ შეკითხვაზე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა, პრინცმა ჰარიმ დაწყებითი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს უფასუხა. შეხვედრა მოსწავლეებთან ბერკშირის სკოლაში შედგა. შეკითხვა კი 9 წლის ტრისტანს ეკუთვნოდა.
„თქვენ მოხარულნი იქნებით, როდესაც გაიგებთ, რომ, სავარაუდოდ, – არა“, – უპასუხა მოსწავლეს ჰარიმ.
როდესაც პრინცმა დაინახა, როგორ შეწუხდა ტრისტანი, თქვა: „ო, შეხედეთ ამ იმედგაცრუებას! მომწონს! დაარტყი ხელი!“
ამის შემდეგ სკოლის მოსწავლემ სურვილი გამოთქვა, რომ პრინცი დაკავდეს იმით, რაც სინამდვილეში უნდა. „ვფიქრობ, მეფედ ყოფნა მისთვის მხიარული გამოცდილება იქნებოდა. მე მოვისურვებდი მის მეფედ ხილვას“, – აღნიშნა ტრისტანმა.

FB კომენტარები

კომენტარი