„გარწმუნებთ: იტალია არ განმეორდება! არამედ იქნება ბევრად უარესი!“ – გიორგი კეკელიძე კორონავირუსზე

623
SHARE

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:

„მეგობრებო, გარწმუნებთ: იტალია არ განმეორდება!

არამედ იქნება ბევრად უარესი!

რას გაშინებთ და იმას გაშინებთ, რომ

იტალიას ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა აქვს, ათასობით ქართველს ინახავს დღემდე და ის ქართველები აქეთ ინახავენ ასიათასს.

ჯერ კიდევ არის დრო!

დაფიქრდი და

#დარჩისახლში

მე მოხალისედ ვმუშაობ და ყოველდღე ვხედავ – ქუჩებში, უბნებში, მრევლს თუ ერს, ეს ამბავი სხვა ოთახიდან გამოსული ფილმის ხმა ჰგონია. არადა, ეს სიკვდილის ხმაა და თუ წავუყრუებთ, ძალიან, ძალიან ახლოდან გავიგონებთ!

გახსოვდეთ სიცოცხლე – თქვენიც და სხვისიც!“, – წერს კეკელიძე.

FB კომენტარები

კომენტარი