განო მელითაურს ფული მოპარეს – მსახიობი დამნაშავეს მიმართავს და დროულად გამოჩენას სთხოვს

1370
SHARE

განო მელითაურუს ფული მოპარეს. ამის შესახებ მელითაური სოციალურ ქსელში წერს და დამნაშავეს მიმართავს.

#ქურდობატეხავს
#SHARE #იქნებნახოს! მას რეალურად აქვს შანსი, გაიაზროს და დასაქმდეს!
ჩემო გაუზრდელო ქურდო! ვწუხვარ, რომ არავინ გასწავლა, რა ცუდად მოიქეცი!ან იმდენად გაგიჭირდა ამ საშინელ საქციელს სჩადიხარ!
დარწმუნებული ვარ ამ პოსტს კითხულობ, ცხრა კლასის განათლებაც არ სჭირდება იმას, რომ გატარებებით კამერებიდან ამოგაგდებ! შეგნებულად არ დავბლოკავ არც ერთ ბარათს! რადგან უტიფარი თავხედი ხარ, პირადობა მანქანაში დამიტოვე (“ბარდაჩოკში ” შეაგდო) ,სანამ გვიან არ არის გამომეხმაურე, არ მინდა აქ
განცხადების დაწერა, არ დაგაბრუნებინებ თანხებს,უბრალოდ მაინტერესებს რატომ მოიქეცი ასე – თუ პურის ფული გიჭირს ვეცდები დაგარწმუნო,რომ ქურდობა გამოსავალი არ არის! გპირდები, დაგეხმარები გამოსავლის პოვნაში
4 შვილი მყავს და იქნებ რის თანხებს ხარჯავდი?მე დღეს რენეს გეგმიური სამედიცინო ვიზიტის გაუქმება, ტასოს მათემატიკის მასწავლებლის ხელფასი და კიდევ რამდენიმე უმნიშვბელოვანესი თემა დამეკიდა ჰაერში!
მოკლედ , შუადღის თორმეტ საათამდე ველი გამოხმაურებას, მერე პასუხის გაცემა სამრთალდამცავებისთვის მოგიწევს!

#ქურდობატეხავს
სანამ გვაქვს იმის შნო,რომ მანქანის კრი გავხსნათ, გადავიხაროთ და საფუკე გადარჩევით გავქურდოთ, შემდეგ წვვიდეთ სპარში, კორელაში და აშ. ეს ნიშნავს რომ არ გვავვს მოდზრაობის შეზღუდვა, არც გონებრივი ,რადგან ეს დავგეგმეოთ შესაბამისად ყველა შანსი გაგვაჩნია სამსახური ვიშოვნოთ
ნაგვის შემგროვებელი:საშ.ხელფასი 1000ლ
მეეზოვე:საშ.ხელფასი 450-600ლ
დამლაგებელი: დღეში საშ. 20-30-50ლ
საწყობის მუშა: საშ 500-600-800-1000ლ
სხვადასხვა სარემობტი სამუშაო: დღეში საშ.20ლ-40-100ლ
გამყიდველი,ასისტენტი,კურიერი:დღეში მინ. 15-30ლ
გაყიდვები, დისტრიბუცია და მსგავსი: საშუალოდ 500-1000 -1500ლ
და ეს სია დაუსრულებელია! და სამუშაო ადგილები უთვალავი, მარტო ჩემს ახალდაწყებულ საწარმოში სისტემატიურად მაქვს აქედან სამი ვაკანსია მაინც!
და ქურდობას მუშაობა ჯობია!
ამ ქვეყანას ასე არასდროს არაფერი ეშველება! სხვისი ქილიკი, სხვისი გინრბა, თითების შვერა, გაუთავებელი წუწუნი ,სხვების ფულების თვლა და უსაქმურობაა მოდაში!
ვბრაზდები, განა ასჯერ მეტს არ ვიშრომებ რომ ავნაზღაურო ზარალი,უბრალოდ ეს პოსტიც ჩემი ილუზიოა,რომ ერთ ადამიანს მაიმც შევცვლი უკეთესობისკენ ჩემს სანუკვარ დოყლაპიებით გატენილ ქვეყანაში”!- წერს მელითაური.

FB კომენტარები

კომენტარი