განო მელითაური: ღვიძლი დედამ უწილადა და მეორედ აჩუქა სიცოცხლე – 25000$ ანდრიას სიცოცხლის სანაცვლოდ

115
SHARE

სოციალურ ქსელში განო მელითაური მიმართვას აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ანდრიას გადასარჩენად 25000$-ია საჭრო. „ჩემო მეგობრებო! ნაცნობებო, უცნობებო! ეს ანდრეაა. მე და დედამისმა ერთად ვიმშობიარეთ, ტასო და ანდრია ფაქტობრივად დაბადებიდან ერთად მოდიოდნენ. მერე მას მძიმე დიაგნოზები დაუსვეს და დაიწყო გაწელილი, ურთულესი პროცესები. ბევრჯერ გავიარეთ ბეწვის ხიდზე, მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანების დახმარებით ცოტა ხნის წინ ანდრიას ღვიძლის გადანერგვაზე გაშვება მოვახერხეთ! ღვიძლი დედამ უწილადა და მეორედ აჩუქა სიცოცხლე! ანდრია ძლიერი ,ნ ა მ დ ვ ი ლ ი მამაკაცია, წინ კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია თირკმლის გადანერგვა ელოდება , ამისთვის 25000$-ია საჭრო. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, თუნდაც მცირედი, სიმბოლური თანხით ,რომ ანდრიამ საბოლოო გამოჯანმრთელება და სიცოცხლის შენარჩუნება შეძლოს! თქვენი იმედი მაქვს, ყველა ვრიცხავთ თანხას ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე და რაც მთავარია, მთელი გულით ვუთქვამთ სურვილს ,ყველაფერი სიკეთით დასრულდეს! მიყვარხართ ყველანი”, – წერს განო მელითაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი