განო მელითაური: სასაფლაოზეც ავედი,წარმოგიდგენია?

154
SHARE

სულ გელოდები, სად აღარ ვიყავი! სასაფლაოზეც ავედი, წარმოგიდგენია? – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განო მელითაური წერს.

“გეძებდი ყველგან – მოვირბინე სახლები, ქუჩები და ადგილები, სადაც ერთად ვყოფილვართ… გეძებ, გეძებ, გეძახი… სულ გელოდები, სად აღარ ვიყავი! სასაფლაოზეც ავედი, წარმოგიდგენია? მიწას ხელით შევეხე, მერე ქვების მდუმარებაში ვიდექი დიდხანს – იქნებ ჩამავალ ათინათებში დავინახო-მეთქი და როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სახლში უმზეო და დაოსებული დავბრუნდი. ჩვენს შვილებს ერთმანეთზე დაკონებულებს ეძინათ. პირველად შემშურდა მათი, ყოველ ღამე გხედავდი და უძილობამ საბოლოოდ დამაშორა სასიზმრეთს! მერე სარკესთან მივედი, ჩვენი ფოტოსთვის მაინც რომ შემეხედა და შემთხვევით თვალი თვალში გავუყარე საკუთარ ანარეკლს… მეცნო ეს მზერა! ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა? პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!” – წერს განო მელითაური ფეისბუქზე.

FB კომენტარები

კომენტარი