განო მელითაური: გპირდები, ერთ დღესაც აუცილებლად გიპოვი (ვიდეო)

91
SHARE

 

განო მელითაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კოტე თოლორდავას ვიდეოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ჩემო სიცოცხლეო! სანუკვარო! ყველაზე ნიჭიერო, ყველაზე შეყვარებულო, ნათელო ათინათო! ჩემო დღესასწაულო, სევდავ, სიბრძნევ, ჩემი სხეულისა და სულის განუყოფელო! ჩემო მფარველო! ნუ გეშინია! დროის ქარტეხილები ვერაფერს დაგვაკლებენ! ხო, ბედისწერავ, შენ გეუბნები, სადაც არ უნდა წაგეყვანათ, იმას, რასაც მის მიმართ განვიდი, განზომილების საზღვრები ვერაფერს დააკლებს. ვერც გარდაცვალება მოერევა. რამდენი პირობითი წელიც არ უნდა დამრჩეს დედამიწაზე, რამდენჯერაც არ უნდა მატკინონ გული, მაინც ავდგები! აირევიან ამინდები, მაგრამ წელში გავიმართებიმ შენს საყვარელ სამოსში გამოვეწყობი და გპირდები, ერთ დღესაც აუცილებლად გიპოვი. გპირდები, ზუსტად ისე გავზრდი ჩვენს შვილებს, როგორც ერთად ვოცნებობდით. ვასწავლი მთავარს: რას ნიშნავს მეორე ადამიანის სიყვარული. თქვენ კი, მეგობრებო, ყველას განურჩევლად თქვენი ასაკისა, სქესისა, ჩემ მიმართ დამოკიდებულებისა გისურვებთ, ისე გაგმართლებოდეთ ცხოვრებაში, როგორც მე და კოტე თოლორდავას გაგვიმართლა. ჩემგან საჩუქრად ყველაზე ქარიზმატული სანტა თქვენ”…

FB კომენტარები

კომენტარი