“განბანილი” პოლიტიკოსები

1100
SHARE

ნათლისღების დღესასწაულზე პოლიტიკოსების ნაწილი მდინარეში განიბანა, მათ შორის იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ცერემონიაში მონაწილეობა კიევში მიიღო.
“ჰიდროპარკში, ძალიან თბილი ადამიანების გარემოცვაში, პირველად განვიბანე ძალიან ცივ წყალში”, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე.
ნათლისღებას ტრადიცია შეასრულა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც, ის სელიგერის გაყინულ ტბაში განიბანა.
განბანვის ცერემონიაში პირველად მიიღო მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმაც.
მან შესაბამისი ფოტოები და ტექსტი ინსტაგრამზე განათავსა.
” ეს გავაკეთე, პირველად ცხოვრებაში! მადლობა ტომსკს – 40 გრადუსისთვის” – წერს სობჩაკი.

 

FB კომენტარები

კომენტარი