„გამოცდიდან გამოვედი და მომახალეს, ნაშვილები ხარ და ძმა გყავსო“ – ბიჭი, რომელმაც ტყუპისცალი იპოვა

547
SHARE

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ.

გაირკვა, რომ ლუკა კულულაშვილი და ლევან მარტაშვილი დედამ ისე გააშვილა,  დედობილ-მამობილმა ტყუპისცალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. მოგვიანებით, როდესაც ლუკას მამა გარდაეცვალა, ბიძამ უამბო, რომ ნაშვილებია და ძმა ჰყავს. ლევანმა ძმის შესახებ კი საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო.

„გამოცდიდან გამოვედი და მომახალეს ამბავი, რომ ნაშვილები ვიყავი და ძმა მყავდა.

ლუკას კლასელმა მნახა და უთხრა, სკოლასთან შენი ორეული ვნახეო. ამის შემდეგ ლუკა ყოველდღე მეძებდა. მანამდე ბიძამისმა დამინახა გზაზე და მიცნო. ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა, მაგრამ მიხვდა, რომ ძმები ვიყავით. საგამოცდო ცენტრიდან რომ გამოვედი, ტრასაზე დავინახე. მანქანიდან გადმოვედი და შოკში ჩავვარდი, რადგან საოცრად მგავს. არავის არაფერი უთქვამს, თვითონ მივხვდი ყველაფერს.

როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემს მშობლებთან მივედი და მადლობა გადავუხადე. ვუთხარი, არასდროს დაგივიწყებთ, რომ ამიყვანეთ და გამზარდეთ-მეთქი. ლუკამაც იგივე თქვა“, – იხსენებს ლევანი.

ძმების განცხადებით, მათ ერთმანეთს მშობლები გააცნეს და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

წყარო: Primetime.ge

FB კომენტარები

კომენტარი