“გამოუვალი მდგომარეობა” კონკურსს აცხადებს (ვიდეო)

104
SHARE

ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” კონკურსს აცხადებს: “იმღერე გამოუვალი მდგომარეობის სიმღერა “შენს ტუჩებზე”, გადაიღე ორიგინალური ვიდეო და მოიგე პრიზები კოკა-კოლასგან და ბილეთები ჯგუფის ახალი ალბომის საპრეზენტაციო კონცერტზე რომელიც 16 მაისს ჩატარდება. საუკეთესო ვიდეოს ავტორი კონცერტზე შეასრულებს სიმღერას ბენდთან ერთად!”

კონკურსის წესები მარტივია:

  1. გადმოწერეთ სიმღერის mp3 ამ ლინკიდან. (ან ამ ლინკიდან)
  2. გადაიღეთ ვიდეო. (თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოწყობილობით 🙂 )
  3. ატვირთეთ Youtube.com-ზე. სიმღერას სათაურად დააწერეთ (აუცილებლად) თქვენი სახელი და გვარი და სიმღერის სახელწოდება “შენს ტუჩებზე”, ვიდეოს აღწერაში მიუთითეთ ორიგინალი სიმღერის ეს ლინკი – https://youtu.be/PKs38_808og
  4. მოგვაწოდეთ თქვენი ატვირთული ვიდეოს ლინკი მეილზე gm@formulacreative.ge ანდაგვიშეარეთ გამოუვალი მდგომარეობის ფეისბუქ გვერდზე ან გამოგვიგზავნეთ ამავე გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით.

კონკურსი დაიწყო 23 აპრილს და გამარჯვებული გამოვლინდება კონცერტამდე 3 დღით ადრე – 13 მაისს. კარაოკე კონკურსით გამოვლინდება 10 გამარჯვებული! ის ათი კონკურსანტი ვის საკონკურსო ვიდეოსაც 12 მაისს, 23:59-ზე ექნება ყველაზე მეტი ნახვა იუთუბზე – მოიგებს კოკა-კოლას ამ სპეციალურ სასაჩუქრე ნაკრებს, გამოუვალი მდგომარეობის ახალ ალბომს და 16 მაისის ჯგუფის ამავე ალბომის საპრეზენტაციო კონცერტის 2 ბილეთს!

 

ხოლო ყველაზე მეტი ნახვის მქონე ათ კონკურსანტს შორის ერთ საუკეთესოს თავად ბენდი შეარჩევს, რომელიც კონცერტზე გამოუვალ მდგომარეობასთან ერთად შეასრულებს ამ სიმღერას! 🙂

 

პროექტის ორგანიზატორები კოკა-კოლა, ბრავო რექორდს და ფორმულა კრეატივი.

FB კომენტარები

კომენტარი