„გამორთეთ შუქი, შოუ დასრულებულია” – რატომ შეწყვიტა კენიე უესტმა კონცერტი (ვიდეო)

173
SHARE

მომღერალმა კენიე უესტმა ლოს ანჟელესში კონცერტი შეწყვიტა და მის თაყვანისმცემლებს მიმართა, რომ ფული უკან დაუბრუნდებოდათ.
„გამორთეთ შუქი. შოუ დასრულებულია. ვერ გაყურებინებთ კონცერტს, სადაც 100%-ით ვერ დავიხარჯები. ყველას დაგიბრუნებთ ფულს უკან და დავბრუნდები სცენაზე, როდესაც უკეთ ვიქნები“, – განუცხადა კენიემ მაყურებელს.
მოგვიანებით რეპერმა განმარტა, რომ ექიმებმა მას კარიერაში დროებითი პაუზის აღება ადრეც ურჩიეს, თუმცა მაშინ ის მათ მითითებას არ დაემორჩილა. როგორც ჩანს, მომღერალს სცენაზე ხმის პრობლემა შეექმნა.

FB კომენტარები

კომენტარი