გამომცხვარი ქათმის ფილე მოცარელათი და პამიდვრით

193
SHARE

ინგრედიენტები: ქათმის ფილე – 500 გრ, პამიდორი – 250 გრ, მოცარელა – 150 გრ, მარილი, წიწაკა, ქინძი. მარინადისთვის: სოიოს სოუსი – 100 მლ, ტომატის სოუსი – 100 გრ, ლიმონი – 1/2.

მომზადების წესი: მოვამზადოთ მარინადი: სოიოს სოუსი, ტომატის და ლიმონის წვენი ერთმანეთში შევურიოთ. ქათმის ფილე მარინადში ჩავაწყოთ და მაცივარში 30 წუთით შევდგათ. პამიდორი და მოცარელა საშუალო ნაჭრებად დავჭრათ, ქინძი – წვრილად. ყველა ინგრედიეტი თასში მოვათავსოთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. ქათმის ფილე გამოსაცხობ ფორმაში ჩავალაგოთ და ზემოდან ბოსტნეული მოვათავსოთ. ბოლოს ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთით შევდგათ.

FB კომენტარები

კომენტარი