გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ეროტიკული მიმოწერა აბსოლუტურად ნორმალური ქმედებაა

143
SHARE

კინსის სექსუალური კვლევების ცენტრის (ინდიანას უნივერსიტეტში) მეცნიერებმა მორიგი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 198 ქვეყნის 140 ათასი რესპონდენტი მონაწილეობდა.
მკვლევარებს ძირითადად, აინტერესებდათ, რამდენად აისახა ტექნოლოგიური განვითარება ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე.
გამოკითხულთა 67%-მა უპასუხა, რომ რეგულარულად მიმართავს სექსმიმოწერას. 5 წლის წინათ ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებით კი, სექსმიმოწერით მხოლოდ 22% იყო დაკავებული.
ეროტიკულ მიმოწერას კვლევის ორგანიზატორებმა სექსტინგი უწოდეს, რაც შემდეგნაირად აიხსნება: „ახალი, მაგრამ მოსალოდნელი ეტაპი რომანტიკულ ურთიერთობაში“.
მაშ ასე, თუკი ყოველთვის გსურდათ სექსტინგით დაკავებულიყავით, მაგრამ გეშინოდათ, რას იფიქრებდა თქვენი პარტნიორი, ახლა თამამად შეგიძლიათ მისწეროთ მას ეროტიკული შინაარსის მესიჯი, რადგან მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ თურმე ამაში მიუღებელი არაფერია.

FB კომენტარები

კომენტარი