გამოიძახეთ გემრიელი 5 ლარიანი მენიუ  – შემოიხედეთ foodpanda.ge-ზე!

48
SHARE

არ გამოტოვო ეს შემოთავაზება – შემოიხედეთ foodpanda.ge-ზე! გამოიძახეთ გემრიელი 5 ლარიანი მენიუ The American Hot Dog Company-დან  http://food.pn/KgF კრუასან ტოსტი, კარტოფილი, კოკა კოლა საჩუქრად და დაიწყეთ დილა ენერგიულად! იჩქარეთ და ფუდპანდას კურიერი ადგილზე მოგართმევთ!

გიყვართ გემრიელი კრუასანები, მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა  მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს!  მით უფრო, თუ წვიმს, თოვს, ქარია ან დრო არ გაქვთ და ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას…

დეკემბრის შემოთავაზებების ცვენა იწყება, არ გამოტოვოთ და შემოიხედეთ foodpanda.ge-ზე!  გამოიძახე ახლავე გემრიელი სენდვიჩები, ჰამბურგერები, პიცა, მწვადი, ხინკალი, გემრიელი ტკბილეული და სხვა. დაზოგე თანხა foodpanda-ზე, ისარგებლე დეკემბრის საოცარი შემოთავაზებებით

ფუდპანდა და მისი პარტნიორები, მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ – https://www.foodpanda.ge/contents/deals შეიქმენი მაქსიმალური კომფორტი! გამოიძახე 150-ზე მეტი რესტორნიდან და ფუდპანდას  კურიერი ადგილზე მოგართმევთ!სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge   – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას –  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.  „ფუდპანდა“  მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

“მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში ჩვენს მომხარებლებს ვთავაზობთ შეთავაზებებს, როგორიცაა უფასო მიტანის სერვისი, უფასო კოკა კოლა, 20%-იანი ფასდაკლება პიცებზე, სამარხვო შემოთავაზებები, კომბო მენიუ და სხვადასხვა ფასდაკლებები გელით“, – აცხადებენ კომპანიაში.

გთავაზობთ გემრიელ კრუასანის რეცეპტს

რეცეპტით გამოდის 15 ცალი კრუასანი.

ინგრედიენტები: ფქვილი – 350 გრ. + მოზელვის დროს რაც დაგჭირდებათ, მარილი – 1 ჩ.კ., საფუარი – 1.5 – 2 ჩ.კ, შაქარი – 50 გრ. +2 ჩ.კ, კარაქი – 250 გრ, კვერცხის გული – 1 ც.

მომზადების წესი: კრუასანის ცომის მომზადებას დაახლოებით 5-7 საათი ჭირდება, შემდეგ მაცივარში კიდევ დაახლოებით 5-8 საათი უნდა გააჩეროთ.პატარა ჭიქაში (მაგ. ყავის ფინჯანზე ოდნავ მოზრდილ ჭიქაში), ჩაყარეთ საფუარი და დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი. დაამატეთ იმდენი თბილი წყალი, რომ ჭიქა სანახევროდ გაივსოს. წყალი არც ძალიან გრილი უნდა იყოს და არც ძალიან ცხელი, თორემ საფუარი არ გაფუვდება. დააფარეთ ჭიქას პატარა თეფში და გააჩერეთ 3 – 5 წუთის განმავლობაში. მანამდე, ჯამში კარგად აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი – ისე, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად გადანაწილდეს. როდესაც საფუარიც გაფუვდება, დაამატეთ ფქვილის მასას. ასევე დაამატეთ იმდენი თბილი წყალი, რაც საჭირო იქნება ცომის შესაკრავად. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური – ოდნავ უნდა გეკრობოდეთ ხელებზე. ცომი გადმოიღეთ მშრალ, სუფთა ზედაპირზე და ზილეთ 10 წუთის განმავლობაში – პერიოდულად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ფქვილი, თუ ძალიან მიგეკრობათ ხელზე. გამოკარით ცომი ცელოფანში და შენახეთ მაცივარში 1 საათით. ამასობაში, გამოიღეთ კარაქი მაცივრიდან და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ცომი მაცივარში “მზადდება.” 1 საათის შემდეგ, გამოიღეთ ცომი და გააბრტყელეთ დაახლოებით 50×60 სმ-ის ფართობზე, რაც შეიძლება თხელ ფენად.

დააფინეთ ცელოფანი მშრალ, სუფთა დაფაზე, ზედ დადეთ კარაქი, ზემოდან დააფარეთ მეორე ცელოფანი. გააბრტყელეთ კარაქი ცომის საბრტყელებელით, გაბრტყელებული ცომის 1/3 ფართობზე. შემდეგ აიღეთ ცელოფნის პარკი და ქვედა ცელოფანი (რომელზეც კარაქი დარჩა), ფრთხილად წამოაპირქვავეთ გაბრტყელებული ცომის შუაგულში. შემდეგ გადმოკეცეთ გვერდები (ჯერ მარჯვნიდან და მარცხნიდან, შემდეგ ზემოდან და ქვემოდან), როგორც ეს გვერდზე სურათებზეა მოცემული. შემდეგ ერთხელ კიდევ გადაკეცეთ ცომი, გმოკარით ცელოფნის პარკში და შედგით მაცივარში 1 საათით.

1 საათის შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ ისევ რაც შეიძლება თხელ ფენად, შემდეგ გადაკეცეთ იგივენაირად, როგორც ზემოთ არის მოცემული, თუმცა კარაქს აღარ ვამატებთ. შედგით მაცივარში ისევ 1 საათით. იგივე გაიმეორეთ კიდევ მინიმუმ 2-ჯერ, თუ დრო გექნებათ და 4-ჯერ გააკეთებთ კიდევ, უფრო კარგი იქნება.

შენიშვნა: თავდაპირველად, ახლად მოზელილ ცომს ვდებთ მაცივარში 1 საათით. შემდეგ კარაქს ვუსვამთ, ვკეცავთ და ვაბრუნებთ მაცივარში 1 საათით. შემდეგ ყოველი საათის გამოტოვებით, ვაბრტყელებთ, ვკეცავთ და ვაბრუნებთ მაცივარში მინიმუმ 4-ჯერ, სასურველია 6-ჯერ, თუ შეძლებთ. შემდეგ, გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად. თუ კრუასანის საჭრელი ხელსაწყო გაქვთ, გადააგორეთ ცომზე და მიიღებთ გამოჭრილ სამკუთხედებს. თუ არადა მიჰყევით შემდეგ მეთოდს: ქაღალდით გამოჭერით თქვენთვის სასურველი ზომის მართკუთხედი (მოცემულ რეცეპტში გამოყენებულია 15 x 27 სმ-ის მართკუთხედი. შემდეგ დაჭერით ცომი მოცემული მართკუთხედის ზომებად დანით, ან პიცის საჭრელით. თითოეული მართკუთხედი დიაგონალზე გაჭერით და მიიღებთ 2 სამკუთხედს.

გამოსაცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. გადაახვიეთ კრუასანი სამკუთხედის ძირიდან წვერისკენ და დადეთ საცხობ დაფაზე. კრუასანს გვერდები ოდნავ მოუხარეთ, რომ კრუასანიც ოდნავ რკალისებური გახდეს. გადახვევის დროს შეგიძლიათ ჩააყოლოთ კრუასანს შოკოლადის ჯოხები/ფილის ნატეხები. კრუასანი დაფაზე გააჩერეთ 1 -1.5 საათით – კრუასანი ფორმაში საგრძნობლად გაიზრდება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დაფაზე დაწყობის დროს კრუასანებს შორის საკმაოდ მანძილი დატოვოთ.

გაახურეთ ღუმელი 200 C – მდე.

პატარა ჯამში გათქვიფეთ კვერცხის გული, გაურიეთ 3-4 ს.კ. წყალი და კარგად მოურიეთ. მიიღებთ თხევად მასას. ფუნჯით გადაუსვით თხევადი მასა კრუასანებს. თუ ფუნჯი არ გაქვთ, შეგიძლიათ თითებით წაუსვათ. შედგით კრუასანი ღუმელში გამოსაცხობად. ცხობის დროს, კრუასანები კიდევ უფრო გადიდდება. გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში – როდესაც კრუასანი კარგად დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ გააგრილეთ…

 

R

 

FB კომენტარები

კომენტარი