გაკვეთილები კოკო შანელისგან – 10 რამ რაც მისგან უნდა ვისწავლოთ

244
SHARE

კოკო შანელი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც დიზაინერი, რომელმაც ერთ-ერთი საკულტო მოდის სახლი შექმნა, ასევე, როგორც ქალი უნიკალური სტილით.

მოგითხრობთ უდიდესი დიზაინერის 10 რჩევის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

არ შეგეშინდეს ბიჟუტერიის ტარება

კოკო შანელი ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ თავადაც ატარებს ბიჟუტერიას, იმ ქალბატონებს, კი რომლებიც მილიონობით დოლარს ხარჯავდნენ ძვირფას აქსესუარებში უგემოვნოდ მიიჩნევდა. რა თქმა უნდა ჩვენ ასეთი რადიკალურები არ ვიქნებით განსჯისას, მაგრამ დავეთანხმოთ შანელს ბიჟუტერიასთან მიმართებით და მათი ტარების არ შეგვეშინდეს.

არ გადაამეტოთ აქსესუარებში

კოკო დარწმუნებული იყო – სტილი სრულყოფილი ხდება მაშინ, როდესაც იხსნი იმ აქსესუარს, რომელიც ბოლოს გაიკეთე. ჩვენ მას ბოლომდე ვეთანხმებით – ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა უკეთესია არ გადაამეტოთ.

იყავი ელეგანტური

შესაძლოა აჰყვე მოდას ბოლომდე, მაგრამ არასდროს არ არის მისაღები, იყო ზედმეტად ელეგანტური, ამბობდა შანელი. ელეგანტურობაში დიზაინერი გულისხმობდა არა მოსაწყენ და კონსერვატიულ ნივთებს, არამედ ხარისხიან ნივთებსა და იდეალურ გემოვნებას.

თავს გრძნობდე მოხერხებულად მთავარია!

შანელი თვლიდა, რომ ფერსა და ფორმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოსახერხებელი ნივთები და კომფორტი. არანაკლებ ყურადღებას უთმობდა დიზაინერი ასევე პრაქტიკულობასაც.

არ გადაიქცე მამაკაცად

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ კოკომ შემოიტანა მოდაში ქალის შარვლები, ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ არ სურდა, ქალბატონებს მამაკაცებივით ჩაცმა დაეწყოთ და მოუწოდებდა მათ, არ ეცადათ მამაკაცებისთვის მიბაძვა.

ფრთხილად იყავით მოკლე ქვედაბოლოებთან

შანელი ვერ იტანდა მოკლე ქვედაბოლოებს, თვლიდა რომ ამ ტიპის სამოსი ზიანს აყენებდა ქალბატონის ფეხებს – დიზაინერი დარწმუნებული იყო, „მინი“ უმოწყალოდ „ამახინჯებდა“ საუკეთესო ფორმისა და სიგრძის ფეხსაც კი.

არ იდგე ერთ ადგილზე

სტილს განვითარება სჭირდება, მიიჩნევდა შანელი, და ის სრულებით მართალი იყო. არაფერი არ არის გაჩერებული ერთ ადგილზე, თუ დარწმუნებული ხარ რომ იდეალურ სტილს მიაგენი, აუცილებლად განავიტარე იგი, რათა არ მოგბეზრდეს და ახალი სტილის ძიება არ მოგიწიოს.

არ შეგეშინდეს იმ სტილის კოპირება, რომელიც მოგეწონა

ამ შემთხვევაში კი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო – ერთი ატარა უცნობი დიზაინერის ნივთები, რომელთა შექმნაზეც გავლენა საკულტო დიზაინერებმა მოახდიეს და საერთოდ სხვა საქმე შეიძინო ფეიკები. პირველი აბსოლუტურად ნორმალურია, მეორე კი შესაძლოა მიიჩნიო მოდურ წარუმატებლობად. არ შეგეძინდეთ იმ სტილის გამეორება, რომელიც შესაძლოა ამა თუ იმ ვარსკვლავის შემთხვევაში მოგეწონოთ, შენ ყოველთვის შეძლებ მასში სიახლის შეტანას.

არ დაივიწყო შენი ასაკი

რა თქმა უნდა არ ვსუბრობთ სულელურ სტერეოტიპებზე მაგალითად როგორიცაა „დაივიწყე მოკლე ქვედაბოლო 35 წლის შემდგომ“. საუბარია წარუმატებელ მცდელობაზე 40 წლის ასაკში გამოიყურებოდე როგორც 20 წლის გოგონა. გახსოვდეთ, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში უნიკალურია თავისი მახასიათებლებით.

FB კომენტარები

კომენტარი