გაი რიჩმა და მადონამ შვილი ვერ გაიყვეს (ფოტოკოლაჟი)

64
SHARE

მომღერალმა მადონამ მანჰეტენის უმაღლეს სასამართლოს მიმართა და მისი შვილის, 15 წლის როკოს შეერთებულ შტატებში დაბრუნება მოითხოვა. როკო ამჟამად დიდ ბრიტანეთში მამასთან, რეჟისორ გაი რიჩთან და მის ცოლთან, ჯეკი ეინსლისთან ერთად ცხოვრობს.
რიჩის და ეინსლის 3 საერთო შვილი ჰყავთ, 4 წლის რაფაელი, 3 წლის რივკა და 1 წლის ლევი. პოპვარსკვლავი აპირებს მისი მოზარდი შვილის სამშობლოში დასაბრუნებლად ბრძოლას, თუმცა, როგორც რიჩის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, როკოს ნიუ-იორკში დაბრუნება არ სურს. ბიჭს უკვე აქვს იმხელა ასაკი, რომ სასამართლო მის აზრს ითვალისწინებს. სწორედ ამან კიდევ უფრო გაამწვავა წყვილს შორის კონფლიქტი. მანჰეტენის სასამართლომ დაადგინა, რომ როკო უნდა ჩავიდეს დედასთან ნიუ-იორკში და მასთან შეხვედრის და საუბრის შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

760082 760086 760085 760084

FB კომენტარები

კომენტარი