გაიხსნება თუ არა ქუთაისში “შავი პრინცის” სკვერი

77
SHARE

შესაძლოა ქუთაისში რეპერის, “შავი პრინცის”(აკაკი ბაბუნაშვილი)სახელობის სკვერი გაიხსნას. სკვერის გახსნის იდეა გარდაცვლილი რეპერის ძმას ეკუთვნის. აღნიშნულის შესახებ  სოცილურ ქსელში  სალომე ასათიანი წერს.

“ძალიან ბევრი წერილი მოვიდა პირად შეტყობინებებში “შავი პრინცის” სახელობის სკვერთან დაკავშირებით. წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, გახსნამდე. მე ერთი პატარა ნაპერწკალივით ვარ ამ საქმეში, პირველივე დღიდან ვარ ჩართული. უბრალოდ ბევრი წერილი მომდის და ჩემი მეგობრების გარეშე ვერ გავცემ ყველა კითხვას პასუხს. (მე მარტო არ ვარ) შევჯერდებით ერთად და მოვიფიქრებთ. მადლობა ყველას. ბევრმა გამოთქვა თანადგომის სურვილი, დროული ყოფილა ჩემი პოსტიც”,- წერს სალომე ასათიანი.

აკაკი ბაბუნაშვილის, იგივე „შავი პრინცის“, სიმღერები განსაკუთრებული პოპულარობით  1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოირჩეოდა.

FB კომენტარები

კომენტარი