გაიცანით “ჯესი”, რომლის გამოც პატრონმა ქობულეთში სიცოცხლე გაწირა (ფოტო)

76
SHARE

“ფეისბუქზე” ფოტო ვრცელდება, სადაც აღბეჭდილია ძაღლი, სახელად “ჯესი”.
ეს ის ძაღლია, რომლის გადარჩენისთვისაც მისი პატრონი, ავთო ცხვედიანი ზღვაში დაიხრჩო.

შემთხვევა ხუთ აგვისტოს ქობულეთში მოხდა. მამაკაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო   კი მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ორი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული “ჯესის” გადარჩენა შეძლო, ავთო ცხვედიანი კი მეორე ძაღლთან ერთად დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა, ძეგლი დაუდგას მამაკაცს, რომელმაც ძაღლის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი შეწირა.

FB კომენტარები

კომენტარი