გაიცანით ირლანდიელი, რომელმაც სამი ველური მელია მოათვინიერა (ფოტოკოლაჟი)

209
SHARE

სახლში შინაური ცხოველები მსოფლიოში ბევრ ადამიანს ჰყავს. თუმცა ველური მელიები ძაღლს ან კატას ვერ შეედრებიან. ფეთსი გიბონსი – ის ადამიანია, რომელმაც სამი ველური მელია მოათვინიერა და ახლა ეს მშვენიერი ცხოველები მის სახლში ცხოვრობენ. გიბონსი ირლანდიის მოსახლეა. მამაკაცის თქმით, მელიების სახლში მოყვანას სულაც არ აპირებდა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ მან ოთხფეხა მეგობრები ვერ მიატოვა, რადგან მათ გიბონსი ძალიან სჭირდებოდათ. პირველი მელია სახელად გრეინა მან 9 წლის წინ გაყინული ერთ-ერთ საწყობზე აღმოაჩინა და სახლში წაიყვანა. შემდეგ გიბონსის სახლში მელია სახელად მინი გაჩნდა. ის დაჭრილი იპოვეს და სახლში მიიყვანეს. მესამე მელია – ჰენრი კი ძაღლმა დაკბინა. მესამე მელია გიბონსს უცხო მამაკაცმა მოუყვანა.

 

FB კომენტარები

კომენტარი