გაივსო ქაჯებით და გოიმებით ეს ქვეყანა და წაჭამეს ტვინი! – ბაკურ ბაკურაძე

56
SHARE

გადავხედე სტატუსებს და რომ არ დავწერო უკვე აღარ შემიძლია მოთმენა. თქვე ბოღმით სავსე ქაჯებო! ცხოვრებაში საკუთარ ორღობეს რომ ვერ გაცილებიხართ ვერც მენტალიტეტით და ვერც მსოფლმხედველობით! (ამ ბოლო ორი სიტყვის შინაარსი დაგუგლეთ, ქართული ენის განმარტებითი და უცხო სიტყვათა ლექსიკონი დარწმინებული ვარ ნანახიც არ გექნებათ)! ვიზე იკბინებით? ვიზე ღადაობთ და ვიზე იგონებთ ჭორებს?
მიშა მესხზე? თქვენი გენეტიკა და მოდგმა ვერ გაუკეთებს საქართველოს იმის მეასედს რაც მესხის ოჯახს აქვს გაკეთებული, გიორგი ნაკაშიძეზე, ია სუხიტაშვილზე თუ ზაზა ურუშაძეზე აღარ მოვყვები ამ ადამიანების დახასიათებას.
ოსკარი საერთოდ რომ არსებობს ამ ქვეყანაზე როდის გაიგეთ?
როდის გაიგეთ ოსკარის კი არა საერთოდ კინოს არსებობა?
საერთოდ თვითმფრინავი როდის ნახეთ პირველად?
ამოხვედით ყელში!
მიხედეთ საკუთარ თავებს, ოჯახებს, წარსულს, აწმყოს და მომავალს!
დაანებეთ თავი იმ ხალხზე ქილიკს, თქვენი აზრით ღადაობას და ჭორაობას ვისაც ვერასოდეს ვერ შეწვდებით, იმიტომ კი არა რომ ისინი ცაში დაფრინავენ და ანგელოზები არიან, არა ისინი თქვენგან განსხვავებით მიწაზე გამართულები დადიან, თქვენ! თქვენ ფორთხავთ და ხოხავთ იმიტომ რომ ბოღმა და კომპლექსი გადევთ ზურგზე და ვერ იმართებით!
გაივსო ქაჯებით და გოიმებით ეს ქვეყანა და წაჭამეს ტვინი! ამას ვწერდი რამდენიმე დღის წინ
მეტს კი არაფერს!

Comments

comments