გაიგეთ ვინ ხართ ბუდისტების (ტიბეტური) ჰოროსკოპის მიხედვით

605
SHARE

კაშკაშა ფრანიკაშკაშა ფრანი    1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000
კეთილი მეგობრობის ნიშანი – შავი კამეჩი;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – ნეფრიტის სვეტი;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – ტყავის სამაჯური;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – ცეცხლის მცველი;

აყვავების ხანა – გაზაფხული;

ხელსაყრელი რიცხვები – 3, 15, 27;

წინა ცხოვრების პროფესიები – კალათების დამწვნელი, კონტრაბანდისტი, მესაყვირე, ტაძრების ფერმწერი, პოეტი, დესპანი.

ყოველთვის განსხვავებულები არიან, არაფრად უღირთ მრისხანე დრაკონისგან უწყინარ პეპელად გარდასახვა. მათ შეუძლიათ ამაღლდნენ სამყაროს პრობლემებზე და თავი დააღწიონ ცხოვრებისეულ სიძნელეებს. არიან კომუნიკაბელურები  და ყოველთვის იმყოფებიან მეგობრების ფართო წრეში.

ისინი მგრძნობიარეები არიან და მათი წყენინება ძალიან ადვილია. სასურველია თუ ყურადღებას მიაქცევენ სხვა ადამიანების გრძნობებს, ასეთ შემთხვევაში ცხოვრება მათთვის გაცილებით მსუბუქი გახდება.


კობრაკობრა 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001

კეთილი მეგობრობის ნიშანი – მცხუნვარე მზე;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – ტყავის სამაჯური;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – ცეცხლის მცველი;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – კაშკაშა ფრანი;

აყვავების ხანა – ზამთარი;

ხელსაყრელი რიცხვები – 1, 13, 25;

წინა ცხოვრების პროფესიები – მეკობრე, მექარავნე, მესაყვირე, მოქანდაკე, ალქიმიკოსი.

შესაძლებელია ითქვას, რომ კობრები, რასაც კი  შეეხებიან, ყველაფერს ოქროდ აქცევენ. ისინი შესანიშნავი ორატორები არიან, შეუძლიათ ყველაზე მოსაწყენი ამბავი, სასიამოვნოდ მოსასმენ ისტორიად გადააქციონ. ადვილად ძალუძთ თანამოსაუბრეებში ზღვა ემოციები გამოიწვიონ, თავად კი აუღელვებელნი დარჩნენ, თითქოს არაფერი მომხდარა და მათთვის ყველაფერი სულერთია.

სიყვარულში წარმატება მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევთ. ცდილობენ სიკეთე გაუკეთონ სხვებს, ამავდროულად კი თავად, ხშირად რჩებიან  მოვლენებს მიღმა ისე, რომ ვერ ახერხებენ განახორციელონ ცხოვრებაში საკუთარი ფანტაზიები.

სასურველია თუ გონიერები იქნებიან, საღად იაზროვნებენ, არ მიეცემიან არც დაუსრულებელ სევდას და არც უსაზღვრო სიხარულს. ბედნიერების მიღწევაში მათ სიმშვიდე და უშფოთველობა დაეხმარებათ.


ცეცხლის მცველიცეცხლის მცველი 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002

 

კეთილი მეგობრობის ნიშანი – ბერი მაიმუნით;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – ტბის კუ;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – ნეფრიტის სვეტი;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – კაშკაშა ფრანი;

აყვავების ხანა – ზამთარი;

ხელსაყრელი რიცხვები – 4, 16, 28;

წინა ცხოვრების პროფესიები – ექიმბაში, მევახშე, მეომარი, ბებიაქალი, მზარეული.

ცეცხლის მცველები იცავენ საკუთარი ოჯახის კერას და შეაქვთ სინათლე ბნელ და შეშლილ სამყაროში. მათ შესანიშნავი ინტუიცია ეხმარება  ერთმანეთს შეუთავსონ გონების ხმა და გულის ძახილი. უამრავი მეგობარი ჰყავთ, თუმცა ხშირად თავს მაინც მარტოსულად გრძნობენ.

ყოველთვის ინარჩუნებენ მაღალ სტანდარტებს, ხოლო როცა ეს არ გამოსდით და ვერ ახერხებენ ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლას, ტანჯავთ დანაშაულის გრძნობა.

ისინი მიაღწევენ დასახულ მიზნებს, თუ არ დაიმალებიან და არ გარიყავენ თავს საზოგადოებისგან, თუ გაუხსნიან გულს გარესამყაროს.


კამკამა წყაროკამკამა წყარო  1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003

 

კეთილი მეგობრობის ნიშანი – ნეფრიტის სვეტი;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – ლითონის გონგი;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – ბერი მაიმუნით;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – ტყავის სამაჯური;

აყვავების ხანა – შემოდგომა;

ხელსაყრელი რიცხვები – 5, 17, 29;

წინა ცხოვრების პროფესიები – დიპლომატი, მომღერალი, მეეტლე, მეღვინე, მღვდელი.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, ხშირად უწოდებენ კეთილი ამბების მაცნეს, რომელთაც ყოველთვის  მოაქვთ კარგი ამბები მათთვის, ვინც ამას ელოდება. ისინი გულუხვები, ენერგიულები და საზოგადოებისთვის გახსნილები არიან, მათთვის უცხოა სისასტიკე, უსამართლობა და მერკანტილურობა. ხასიათდებიან ემოციურობით, ამიტომ უფრთხილდებიან გრძნობებს, რომელიც მოდის პარტნიორებისგან და არასოდეს ღალატობენ მათ.

კარგი იქნება თუ ისინი დაეყრდნობიან საკუთარ ინტუიციას, ეს ინტუიცია დაეხმარებათ იმ საქმისა თუ პროფესიის არჩევაში, რომელიც შეესაბამება მათ ნიჭსა და მონაცემებს.


 ნეფრიტის სვეტი ნეფრიტის სვეტი    1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004

 

კეთილი მეგობრობის ნიშანი – ლითონის გონგი;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – კამკამა წყარო;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – ცეცხლის მცველი;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – შავი კამეჩი;

აყვავების ხანა – გაზაფხული;

ხელსაყრელი რიცხვები – 6, 18, 30;

წინა ცხოვრების პროფესიები – ცხენების გამწვრთნელი, შიკრიკი, იუველირი, მოქანდაკე, მწერალი.

ისინი გაურბიან ხალხმრავლობას, ხოლო დიდ თავყრილობებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, განმარტოებას არჩევენ. ისინი ქედმაღლები არიან და თვლიან, რომ განსაკუთრებული ადამიანები არიან. ხშირად ახდენენ შთაბეჭდილებებს როგორც გავლენითა და არისტოკრატიული მანერებით.

ისინი ბავშვობის ასაკიდანვე აქტიურები და  ცნობისმოყვარეები არიან, ნებისმიერი გაურკვევლობა ინფორმაციული ვაკუუმი მათზე ცუდად მოქმედებს. ყოველთვის ცდილობენ ჭეშმარიტებას მიაკვლიონ, რაც გარშემო მყოფთა გადაღლას იწვევს.

საყვარელი ადამიანებისთვის მათ ყველაფრის გაკეთება ძალუძთ, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაც კი, თუმცა ეს არ არის ყოველთვის გამართლებული. სასურველია თუ ისინი ხშირად მიაქცევენ მეტ ყურადღებას სხვა ადამიანებს, იქნებიან საკმაოდ გამჭრიახები და მოქნილები.


 

ლითონის გონგილითონის გონგი 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005

 
კეთილი მეგობრობის ნიშანი – ნეფრიტის სვეტი;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – კამკამა წყარო;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – ახალი მთვარე;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – ტბის კუ;

აყვავების ხანა – გაზაფხული;

ხელსაყრელი რიცხვები – 7, 19, 31;

წინა ცხოვრების პროფესიები – არქეოლოგი, ოქრომჭედელი, მებაღე, მეწაღე, ადვოკატი.

ამ ნიშნის ქვეშ მყოფთა ძირითადი თვსებებია – ერთგულება, გულუხვობა და კეთილშობილება.მიდრეკილი არიან თვითმყოფადობისაკენ და აღიქვამენ სამყაროს მკაცრი ფატალიზმით. ცხოვრება მათ გამუდმებით უწყობს სიურპრიზებს, ამიტომ მუდამ ცდილობენ შეიზღუდონ ყველაფერი, რამაც შეიძლება მათთვის დამახასიათებელი აღფრთოვანება გამოიწვიოს.

ისინი დარწმუნებული არიან წუთიერი ბედნიერების ამაოებაში და  ეძებენ სიყვარულს მისი უმაღლესი სულიერი გამოვლინებით. მათთვის სასურველია, თუ  დაივიწყებენ მხოლოდ მაღალ იდეალებზე ფიქრსა და დატკბებიან ნამდვილი, რეალური ცხოვრებისეული მომენტებით.


ტბის კუ ტბის კუ  1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006

კეთილი მეგობრობის ნიშანი – ცეცხლის მცველი;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – ბერი მაიმუნით;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – ახალი მთვარე;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – ლითონის გონგი;

აყვავების ხანა – შემოდგომა;

ხელსაყრელი რიცხვები – 8, 20, 32;

წინა ცხოვრების პროფესიები – ქვისმჭრელი, მქარგავი, გუშაგი, მებარგული, ოთხთვალას კონსტრუქტორი.

ბედი უღიმის მათ, ვისაც ძალუძს შექმნას რეალური წინაპირობა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ეს კი იმისთვისაა საჭირო რომ რისკის ფაქტორი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. მათ უყვართ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი ცხოვრების წესის თავად განსაზღვრა. არ ახასიათებთ ინტრიგები და ეშმაკობა.

მათი აზრით სიყვარულის საუკეთესო გამოხატულება სინაზეა, ამიტომ პარტნიორებს შეუძლიათ დამშვიდნენ, ისინი მათ არ უღალატებენ. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა მოჭარბებული ვნებების გაკონტროლება ვერ შეძლონ, ამიტომ უნდა ეცადნონ და ყოველთვის შეინარჩუნონ ზომიერება.


ტყავის სამაჯურიტყავის სამაჯური  1947, 1959, 1971, 1983, 1995

 

კეთილი მეგობრობის ნიშანი –  მცხუნვარე მზე;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – კობრა;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – კაშკაშა ფრანი;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – ბერი მაიმუნით;

აყვავების ხანა – ზამთარი;

ხელსაყრელი რიცხვები – 9, 21, 33;

წინა ცხოვრების პროფესიები – კურტიზანი, მჭედელი, მოქანდაკე, დიპლომატი, ალქიმიკოსი, იარაღით მოვაჭრე.

მათ იზიდავთ ყველაფერი მისტიკური და შეუცნობელი. ჩაკეტილობისა და გულჩათხრობილობის პერიოდებს ხშირად ცვლის  გახსნილობისა და კომუნიკაბელურობის პერიოდები. ისინი ერიდებიან მარტო დარჩენას და ყოველთვის ცდილობენ შეიძინონ ახალი მეგობრები.

საკუთარ შინაგან კომპლექსებს ისინი მალავენ თავხედური მომხიბვლელობის ნიღბის ქვეშ, არ უყვართ კომფლიქტები და აგრესია, თუმცა საკუთარ თავისა და შეხედულებების დაცვას მშვენივრად ახერხებენ.

სიყვარულში ისინი დამოუკიდებლობასა და ღრმა სულიერ დამოკიდებულებას ერთდროულად ელოდებიან, თუმცა ასე არ ხდება, ამიტომ უმჯობესია, თუ გაარკვევენ და გადაწყვეტენ კონკრეტული მომენტისათვის რა არის მათთვის უფრო საჭირო.


შავი კამეჩიშავი კამეჩი  1948, 1960, 1972, 1984, 1996

 

კეთილი მეგობრობის ნიშანი –  კაშკაშა ფრანი;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – ახალი მთვარე;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – მცხუნვარე მზე ;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – კობრა;

აყვავების ხანა – ზაფხული;

ხელსაყრელი რიცხვები – 10, 22, 34;

წინა ცხოვრების პროფესიები – მეომარი, მოხეტიალე მსახიობი, მთის გზამკვლევი, ქვის მთლელი.

ისინი ყოველთვის სწორხაზოვნად მოქმედებენ, არ უყვართ შემოვლითი გზები და სიტუაციებიდან თავის დაძვრენა, ცდილობენ ყველაფერი მანამდე გაარკვიონ, ვიდრე სიტუაცია საბოლოოდ აირ-დაირევა.

სასიყვარულო ურთიერთობებში უყვართ დომინირება, რაც მათ პარტნიორებს ძალიან მოსწონთ. მათი სისუსტე, საკუთარი უვნებელობის უსიტყვო რწმენაშია. ისინი ძალიან ფიცხები არიან, თუმცა ეს მათ მომხიბვლელსაც კი ხდის ხოლმე გარშემომყოფთა თვალში, რადგან ყოველთვის სერიოზულობა ცხოვრებაში საჭირო არ არის.


ახალი მთვარეახალი მთვარე  1949, 1961, 1973, 1985, 1997

 

კეთილი მეგობრობის ნიშანი –  კაშკაშა ფრანი;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – ახალი მთვარე;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – ლითონის გონგი ;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – ნეფრიტის სვეტი;

აყვავების ხანა – გაზაფხული;

ხელსაყრელი რიცხვები – 11, 23, 35;

წინა ცხოვრების პროფესიები – მეეტლე, ბებიაქალი, ხალიჩების მქსოველი, რელიგიური მოღვაწე, მონადირე.

მთვარის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მეოცნებენი, ფხიზელნი და ძალიან ნაზები არიან, თუმცა ეს სინაზე და სიმშვიდე დიდხანს არ გრძელდება, რადგან ღამეს რიჟრაჟი მოსდევს და დღის შუქზე ისინი წარმოუდგენლად აქტიურები და ვნებიანები ხდებიან. მათი გრძნობები ერთდროულად რომანტიკული და უზრუნველი, თავისუფალი და მათრობელა, ნაღვლიანი და უსაზღვროდ ეჭვიანია.

ისინი ცვალებადები არიან, რაც არც თუ ისე ცოტა პრობლემების მიზეზი ხდება. ამიტომ სასურველია, თუ ისინი უკეთესად შეძლებენ საკუთარი ხასიათის ცვლილებებს, რათა ახლობელ ადამიანებს გაუადვილდეთ მათთან ურთიერთობა.


მცხუნვარე მზემცხუნვარე მზე 1950, 1962, 1974, 1986, 1998

 

კეთილი მეგობრობის ნიშანი –  ტყავის სამაჯური;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – კობრა;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – შავი კამეჩი;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – ცეცხლის მცველი;

აყვავების ხანა – ზაფხული;

ხელსაყრელი რიცხვები – 12, 24, 36;

წინა ცხოვრების პროფესიები – ასტრონომები, ამულეტების გამყიდველები, ხალიჩების მქსოველი, მონადირე, რელიგიური მოღვაწე.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიცოცხლისმოყვარულები არიან, ერთადერთი, რისიც მათ ეშინიათ, ეს თავისუფლების დაკარგვაა. მათი ხასიათის გაფუჭება ძალიან ძნელია. ისინი სტაბილურები არიან, ამიტომ მათზე დაყრდნობა და მათი ნდობა თავისუფლად შეიძლება.ნებისმიერ რთულ სიტუაციას, ისინი სწრაფად ასრულებენ საკუთარი თავის სასარგებლოდ.

გრძნობებში ისინი ასევე სტაბილურები არიან, ამჟღავნებენ სამაგალითო ერთგულებას. ყოველთვის სწორხაზოვნად მოქმედებენ. ასაკთან ერთად ემატებათ სიმშვიდისა და უზრუნველობის განცდა. სასურველია, თუ საკუთარ თავს ხანდახან მცირედით მაინც გაახარებენ, რათა მათი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი არ გახდეს.


ბერი მაიმუნითბერი მაიმუნით  1951, 1963, 1975, 1987, 1999

 

კეთილი მეგობრობის ნიშანი –  ცეცხლის მცველი;

მხიარული გარემოცვის ნიშანი – ტბის კუ;

განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი – კამკამა წყარო;

უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი – ტყავის სამაჯური;

აყვავების ხანა – გაზაფხული;

ხელსაყრელი რიცხვები – 11, 23, 35;

წინა ცხოვრების პროფესიები – მებორნე, კომედიანტი, მომღერალი, ყალბი ფულის მჭრელი, მკითხავი.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხალისიანები და კომუნიკაბელურები არიან, დისკუსიები, კამათი, ურთიერთობების გარკვევა – ყველაფერი ეს, მათ ნამდვილ სიხარულს ანიჭებთ. მათი ხასიათის გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია. გააჩნიათ ცოცხალი წარმოსახვის უნარი. ხალხს მათში მოსწონს გახსნილობა, სიმსუბუქე და უშუალობა.

გრძნობებში ძირითადად ერთგულები არიან, არ შეუძლიათ ფლიდობა, ამიტომ მათ პარტნიორებს არ უნდა ეშინოდეთ. სასურველია, თუ ისინი სხვა ადამიანებს სიფრთხილით მოეკიდებიან, რადგან მათი სიცოცხლისადმი უპირობო ტკბობა, ყველას არ ძალუძს გაიგოს.

წყარო: www.aura.ge

FB კომენტარები

კომენტარი