„გაზაფხული – ზაფხული 2016“: მოდური ფეხსაცმელი (ფოტო)

730
SHARE

„მიეცით გოგონას სწორი ფეხსაცმელი და ის მსოფლიოს დაიპყრობს!“ – მერლინ მონროს ამ ცნობილი ციტატით ახალი ფეხსაცმლის ყიდვას თამამად გავამართლებთ. მით უმეტეს, რომ ამ სეზონზე პოდიუმზე ძალიან მრავალფეროვანი ტანისამოსი იყო წარდგენილი: ესპანური, სპორტული, ეთნიკური სტილი. და ყველა ამ სტილს განსაკუთრებული ფეხსაცმელი დასჭირდება, ფეხსაცმელი შესაკრავებით.
მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი პოდიუმზე სულ ჩნდება, თუმცა თუ შარშან ეს იყო სანდლები ტყავის შესაკრავებით, წელს მოდაშია მოდელები წვრილი თასმებით და ნაჭრის ლენტებით.
უფრო დელიკატური და ქალური! რაც შეეხება ფეხსაცმლის სტილს – ეს შეიძლება იყოს „ბალეტკები“ ცხვირის სხვადასხვა ფორმით, ღია ფეხსაცმელი სქელი ქუსლით და სხვა, თუმცა ყველაფერს ფეხზე შესაკრავები ან ლენტები უნდა ჰქონდეს.
1970 წლის ეპოქა ბრუნდება და ფეხსაცმელი საბო კვლავ აქტუალურია. მოდაში იქნება როგორც საბო წვრილ ქუსლზე („შპილკაზე“) წაწვეტებული ცხვირით, ასევე საბო მყარი ოთხკუთხედი ქუსლით და მომრგვალებული ცხვირით. ტრენდი სახლის სტილის ტანისამოსის მორგება – კაბები-კომბინაციები, აბრეშუმის ხალათები და სხვა ფეხსაცმელსაც შეეხო. ამ სეზონზე მოდაში იქნება „სლიპერები“ ღია ქუსლით, რომლებიც სახლის ჩუსტებს ჰგავს. აქტუალურია „სლიპერები“ ტყავისგან, გამჭვირვალე მაქმანისგან, ფეხსაცმელი გაფორმებული ნაქარგით ან კონტრასტული ზოლებით. სპორტული სტილის მოყვარულებს კი დიზაინერები სპორტულ სანდლებს ურჩევენ. აქტუალურია მოდელი სქელი შესაკრავებით სხვადასხვა პრინტით და მასიური პლატფორმით – ის, შესაძლოა, ფერადი, რელიეფური ან ბრჭყვიალებით იყოს დეკორირებული. ყველაზე საოცნებო მოდელები Chanel-ის, Kenzo-ს, Paul Smith-ის და Stella McCartney-ს კოლექციებშია.

FB კომენტარები

კომენტარი