გავუწევ რეკომენდაციას როგორ უმკურნალონ პატარას და არ დარჩეს ნაიარევი – თიკო კვალიაშვილი დაშავებული ბავშვის მშობლების საკონტაქტოს ეძებს

490
SHARE

51 წლის ქალი, რომელმაც პეკინზე მშობლების წინ 3 წლის გოგონა სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა, დაკავებულია. დაშვებულ მცირეწლოვან გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჯერ არაფერს ამბობენ ნაიარევზე, რომელიც გოგონას სავარაუდოდ დარჩება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოცქსელის მომხმარებელი თიკო კვალიაშვილი წერს, რომ სახეზე ჭრილობა მასაც ჰქონდა და სურს, რომ დაშავებული გოგონას მშობლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, ამისთვის მას ბავშვის მშობლების საკონტაქტო და ვინაობა სჭირდება.
თიკო კვალიაშვილი ასევე ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს თუ როგორ ჰქონდა სახეზე საკმაოდ დიდი ჭრილობა და ახლა მისგან კვალიც კი არ დარჩენია.

“მეგობრებო
თუ ვინმე იცნობთ პეკინზე დაჭრილი ბავშვის მშობლებს ან ახლობლებს
ეს ჩემი შედეგია.. მე ადამიანი არ დამსხმია თავს, მაგრამ არც მე მქონდა მარტივი მდგომარეობა
გავუწევ რეკომენდაციას როგორ უმკურნალონ პატარას და არ დარჩეს შრამები
დამავალებთ, თუ გაავრცელებთ
მადლობა” – წერს თიკო კვალიაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი