გაეროს სამიტი შაკირას სიმღერით გაიხსნა – რექვიემი  ზღვაში დამხრჩვალ 3  წლის სირიელ ბავშვს მიეძღვნა  (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

88
SHARE

გაეროს გლობალური განვითარების სამიტი შაკირას სიმღერით გაიხსნა, მომღერალმა ჯონ ლენონის მსოფლიო ჰიტი Imagine შეასრულა, რომელიც 3 წლის სირიელ მიგრანტ ბიჭუნას, ხმელთაშუა ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულ ალან  კურდის ხსოვნას მიუძღვნა.

სამიტზე სიტყვით დღეს გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი და FACEBOOK-ის დამაარსებელი მარკ ცუკენბერგიც გამოვლენ. სხდომას ესწრება ლეგენდარული “ჯეიმს ბონდიც” – ბრიტანელი მსახიობი დენიელ ქრეიგი.

 გაეროს გლობალური განვითარების სამიტზე, რომელიც ნიუ-იორკში გუშინ გაიხსნა, 193-მა სახელმწიფომ მსოფლიოს მდგრადი განვითარების გლობალური გეგმა მიიღო. მიღებული გეგმა სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას, ასევე ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების სფეროში სიტუაციის გამოსწორებას ითვალისწინებს. გეგმა 17 ფუნდამენტურ მიზანს შეიცავს და მისი რეალიზება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი.

სამიტზე სიტყვით გამოვიდა რომის პაპიც. ფრანცისკემ მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ასევე ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა. პაპმა გარემოსთვის ზიანის მიყენება ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას და საზოგადოებიდან არაპრივილეგირებული მოსახლეობის გარიყვის პრობლემასთან დააკავშირა.

გაეროს გლობალური განვითარების სამიტს ესწრება საქართველოს ოფიციალური დელეგაციაც. მსოფლიოს 193 ქვეყნის წარმომადგენლებს დღეს, სიტყვით  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიმართა.

 

1 2 3 5 6 7 8 9 10 11 12

FB კომენტარები

კომენტარი