გადასაღები მოედნიდან დაწყებული სიყვარულის ამბავი

3921
SHARE

“ახლობლებმა ჩემზე ბევრი რამ არ იციან”
“გულმოდგინედ გეგმავს, მტერზე ჯავრი როგორ იყაროს. ისეთ დარტყმებს აკეთებს, მასთან ქიშპობის სურვილს სამუდამოდ უკარგავს. ერთგული მესაიდუმლეა. რომანტიკას არ სწყალობს, მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ “აფეთქებებს” მოკლებულ ემოციებს ეფუძნება, სამაგიეროდ სტაბილური და მუდმივია”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ ნინა ლორთქიფანიძის ზოდიაქოს ნიშანია. ამ ყველაფერთან ერთად, ნინა საჯაროდ პირველად, საკუთარი სიყვარულის ამბავსაც გვიამბობს, რომელიც “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღები მოედნიდან დაიწყო.

– ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ ამ მეცნიერებაში კარგად ვერ ვერკვევი. პირადი ჰოროსკოპიც არასდროს შემიდგენია.
– უშიშარი ხარ?
– კი, ასეა. ეს თვისება ჩემს ხასიათშია გამჯდარი. ზოგჯერ შესაძლოა, ჩემს სხვა თვისებებს “გადავაბიჯო” და უშიშრობა წინ წამოვწიო.
– ეს თვისება მიზნის მიღწევაში რამდენად გეხმარება?
– ყველაზე მეტად, ეს თვისება მეხმარება.
– “ყოველთვის მუყაითად შრომობს. საკუთარ საქმეს სხვას არასდროს გააკეთებინებს”.
– არ ვიცი, ეს რამდენად კარგი ან ცუდი თვისებაა, მაგრამ როცა საქმეს ვაკეთებ, მირჩევნია, ის სხვების დაუხმარებლად გავაკეთო.
– როგორ ფიქრობ, დახარჯული ენერგიის ადეკვატურ შედეგს ყოველთვის იღებ?
– დროულად – ვერა, მაგრამ ადრე თუ არა, გვიან მაინც ვიღებ.
– ასტროლოგები თვლიან, რომ ეს საკუთარი ძალების ჯეროვნად გადანაწილების უნარის არქონის გამო ხდება. ეს უნარი კარგად არ გაქვს განვითარებული.
– ალბათ ასეა. მგონია, რომ ამას დრო და გამოცდილება სჭირდება.
– მომავლის დაგეგმვა გჩვევია თუ სპონტანურად უფრო მოქმედებ?
– სიტუაციასა და ხასიათს გააჩნია. ზოგჯერ ახლო მომავალს ვგეგმავ, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ უმეტესად სპონტანურობა მჩვევია. ეს უფრო სასიამოვნო მგონია და საინტერესოც.
– “ახლობლები მას პასიურობის გამო საყვედურობენ”.
– ყოველდღიურ საქმეებში, მეგობრებთან ურთიერთობებში პასიურობა მჩვევია. სამაგიეროდ, საქმეში აქტიური და დაუზარელი ვარ.
– მატერიალისტიც ხარ?
– მეტ-ნაკლებად.
– ფულის მომტანი გეგმების დასახვა გჩვევია?
– ისეთი პროფესია მაქვს, რომელშიც ბევრი ფული არ იშოვება, თან შემოსავალი მუდმივად არასტაბილურია. ამიტომ სულ ვცდილობ, დამატებით მქონდეს კიდევ საქმე, რომლითაც ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიქნები, უკვე დიდი გოგო ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ, ჯერ არ დამისრულებია. თავისუფალ თეატრში მაქვს სპექტაკლები, მუშაობა უნდა დამეწყო მუსიკისა და დრამის თეატრშიც, მაგრამ ვირუსის გამო ახლა ყველაფერი გაჩერებულია.
– “ის რომანტიკას არ სწყალობს. მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ “აფეთქებებს” მოკლებულ ემოციებს ეფუძნება, სამაგიეროდ სტაბილური და მუდმივია”.
– ტყუილია, ზედმეტად რომანტიკოსი ვარ. ამავე დროს ძალიან, ძალიან, ძალიან ემოციურიც. მცირე რამ მახარებს და მაბედნიერებს. სულ ვცდილობ, ასეთი სიხარულები იმ ადამიანებს მივანიჭო, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან.

– ვიცი, რომ შეყვარებული ხარ.
– (იცინის) დიახ.
– შენი და გიორგი ტაბიძის (სანის როლი შემსრულებელი) სიყვარულის ამბავი “ჩემი ცოლის დაქალებში” გადაღებებიდან დაიწყო?
– წლებია მე და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. სერიალმა უფრო დაგვაახლოვა.
– ერთმანეთი თეატრალურში გაიცანით?
– ჯგუფელები ვიყავით, შემდეგ მე აკადემიური წელი ავიღე, ამიტომ გიორგიმ ჩემზე ადრე დაამთავრა.
– თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
– ყველაფერი თავისთავად და ძალიან ბუნებრივად მოხდა. სერიალის გადაღებებზე ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ, მეტი ურთიერთობა გვქონდა. მერე სოციალურ ქსელში მიწერები, საერთო სანაცნობო წრეში შეხვედრები და… ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო, ერთმანეთისადმი გრძნობა ბუნებრივად ჩამოგვიყალიბდა.
– გიორგიც რომანტიკოსია?
– კი, მაგრამ მგონია, მე მეტად რომანტიკოსი ვარ. რიგ საკითხებზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, ერთმანეთის კარგად გვესმის, ეს სასიამოვნოა.
– თქვენი გრძნობები, გადასაღებ მოედანზე თამაშში გეხმარებათ?
– ორივეს გვეხმარება, არადა, ბევრი წყვილისგან გამიგია, რომ შეყვარებულებს ერთად თამაში უჭირთ. გიორგის გვერდით მეტად გახსნილი, თავდაჯერებული ვარ. სანამ კამერები ჩაირთვება, გავდივართ და რიგ სცენებს ერთად განვიხილავთ, აზრებს ვცვლით.
– ამ თემაზე საჯაროდ გილაპარაკია?
– არა, ახლა პირველად ვლაპარაკობ, ბევრმა არც იცის. საერთოდ, დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა, მსურს ჩემთვის დავიტოვო.
– სასიამოვნო მოულოდნელობები თქვენს ურთიერთობაში ხშირად არის?
– დიახ.
– საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც?
– რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთის გაოცებას და გახარებას ხშირად ვახერხებთ. შესაძლოა, ეს სულაც მიმოწერის დონეზე იყოს. ჩვენი ურთიერთობა ერთფეროვანი ნამდვილად არ არის. გიორგიც მორიელია, ზოდიაქოს ნიშანიც ერთი გვაქვს.
– “მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ. მათ მზერას ხალხი თვალს არიდებს”.
– ეს ჩემდა უნებურად ხდება, თავად ვერ ვგრძნობ, მაგრამ არაერთხელ უთქვამთ.
– ემოციების ფლობა შეგიძლია?
– რთული პერიოდი არაერთხელ მქონია და ისე ვიქცეოდი, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. წლების განმავლობაში, დაუსრულებლად დავდიოდი კასტინგებზე და როლზე არ მამტკიცებდნენ. მერე ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი უნიჭო, ბევრი იმედგაცრუება მქონდა, თითქოს ხელიც უნდა ჩამექნია, მაგრამ ამ ყველაფერზე მაღლა დადგომას მაინც ვახერხებდი.
– ასეთი ფიქრების შემდეგ “ფეხზე დადგომაში” რა გეხმარებოდა?
– უშიშარი ხასიათი და მიზანდასახულობა. დანებება არ მჩვევია, საბოლოოდ ყველაფერი კარგად ამიტომ სრულდება. ეპიზოდურ როლებზე არ დამამტკიცეს და მერე ბევრად უკეთესი როლი მერგო, ვიდრე მინდოდა. თუმცა წარმატება ჩემთან ადვილად არ მოდის.
– “მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს”.
– ვიცი ადამიანები, რომლებიც შეხვედრისას მიღიმიან, თავი ისე უჭირავთ, თითქოს ჩემი ძალიან ახლობლები არიან, მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩემი წარმატება და სიხარული არ უხარიათ.
– მათ როგორ ექცევი?
– მეც ვესალმები, მაგრამ დიალოგში ნაკლებად შევდივარ. ვცდილობ, დისტანცია მქონდეს.
– “მორიელი არათუ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. გარშემო დასაგესლი ობიექტი თუ არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე გამოცადოს”.
– რთული პერიოდები რომ ვახსენე, მაგ დროს საკუთარ თავს უფრო “ვიგრუზავდი”, ზოგჯერ ამას მდგომარეობიდან სწრაფად გამოვყავდი.
– “გულმოდგინედ გეგმავს, მტერზე ჯავრი როგორ იყაროს. ისეთ დარტყმებს აყენებს, მასთან ქიშპობის სურვილს საბოლოოდ უკარგავს”.
– გამოგიტყდები, შურისძიებაზე არაერთხელ მიფიქრია, გეგმაც დამისახავს, მაგრამ შემდეგ აღარ მიმოქმედია. ეს ძირითადად “ცხელ გულზე” ხდება. მერე, როცა გონება მეტად ერთვება, ჩანაფიქრი სისრულეში აღარ მომყავს. სრული იგნორი ადამიანის ყველაზე კარგი დასჯა მგონია.
– მორიელის ამქვეყნად მოვლინებას, თითქმის ყოველთვის წინ უსწრებს ან ემთხვევა ოჯახის წევრის, ახლობლის გარდაცვალება. მსგავსი ფაქტი შენს შემთხვევაშიც ხომ არ მომხდარა?
– მე რომ დავიბადე, დაახლოებით ერთ თვეში, მამაჩემი გარდაიცვალა. ბუნებრივია, ძალიან ახალგაზრდა იყო და ეს ამბავიც ყველასთვის მოულოდნელი გახლდათ.
– სამწუხაროა. ვინმემ საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვოს, რომელ სიტყვას იტყვი?
– “მიზანდასახული”.
– ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს სიტყვაა “უძლეველი”.
– ეგეც შესაძლებელია.
– მისი დათრგუნვა შეუძლებელია. ის ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის.
– ჩემი თავი წაგებულის როლში არ მახსენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნათქვამი სიმართლეა.
– “მორიელი მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. ისეთ ადამიანს არ გაიკარებს, ვისაც პატივს არ სცემს”.
– პატარა რომ ვიყავი, მეგონა, ბევრი მეგობარი თუ მეყოლებოდა, ძალიან მაგარი ვიქნებოდი. მერე გავიზარდე და გავაცნობიერე, ისინი, ვისაც მეგობრებს ვუწოდებდი, მეგობრები არ იყვნენ. მათთან საერთო არაფერი მქონდა. ახლა 5 მეგობარი მყავს, დანარჩენს ნაცნობებს ვუწოდებ.
– “გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი”.
– ცივი არ ვარ, მაგრამ ვინც ახლოს არ მიცნობს, ბევრს ასეთი ვგონივარ, ეს არაერთხელ უთქვამთ.
– ერთგული მესაიდუმლე ხარ?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეა.
– შენი საიდუმლოებებიც ბევრმა იცის?
– არა, რადგან არის თემები, რაზეც არავისთან ვლაპარაკობ. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს და ახლობლებმა ჩემზე ბევრი რამ არ იციან. რაღაცებს ჩემთვის ვიტოვებ, თუმცა ისიც მომწონს, მეგობრები თავის ამბებს რომ მიყვებიან.
– “ის ადამიანებს გამჭოლად ხედავს. ზუსტად იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საფრთხეს შეიძლება ელოდოს”.
– 100%-ით ვეთანხმები. ჩემი წინათგრძნობები თითქმის ყოველთვის გამართლებულა.
– “მას ერთი საიდუმლო სურვილი აქვს, მამაკაცობა სურს”.
– ამაზე არაერთხელ მიფიქრია. მგონია, რომ ძალიან კარგი ბიჭი ვიქნებოდი. დღეს ისეთი ბიჭები, მე რომ ვიქნებოდი, იშვიათობაა. ჯენტლმენობა აღარ იციან, გოგოსთან ქცევის კულტურა, ზრდილობა ბევრს არ აქვს. დედაჩემის თაობაში უფრო საინტერესო ბიჭები

წყარო:http://gza.kvirispalitra.ge

FB კომენტარები

კომენტარი