“გადარჩენის შანსი 0% იყო “- ვინ არის ბიჭი, რომელმაც ბათუმში სამი ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა (ფოტო)

5196
SHARE

ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბათუმის სანაპიროზე მოხდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა სამი ბავშვი 5-ბალიანი შტორმისგან იხსნა.

“დღეს მე ამ ფაქტს ჩემი თვალით შევესწარი: ვიყავი ბათუმის სანაპიროზე, ჩემს ოჯახთან ერთად. იყო საშინელი, 5-ბალიანი შტორმი და მაშველებმა თქვეს, რომ არ შეიძლებოდა ამ შტორმში შესვლა.

ეს გმირი ბიჭი, სახელად “მამუკა ხილაძე”, რომელიც შეზლონგებზე მუშაობს, იყო სანაპიროზე და თავის სამუშაოს ასრულებდა. ამ დროს მან დაინახა, რომ ბავშვი ტალღამ შეითრია. არც დაფიქრებულა მამუკა, გაიქცა და შევარდა ეგრევე შტორმში. ალბათობა, რომ ორივე ცოცხლები გამოსულიყვნენ, იყო 0%, მაგრამ ამ გმირმა ბიჭმა არაფერზე დაიხია უკან. უცბად ტირილიც ამივარდა, იმიტომ, რომ შვილივით მიყვარს მამუკა. ამ მომენტში ვხედავ მამუკას ამ პატარა ბავშვთან ერთად, რომელიც ამოჰყავდა ამ შტორმიდან….

5 წუთიც არ იყო გასული, ყვირის მამუკას მამა: “მამუკა მეორე ბავშვიც იხრჩობა!” – და ისევ შეუსვენებლად და დაუფიქრებლად შევიდა ისევ ამ ტალღებში. თავის სიცოცხლეზე არც დაფიქრებულა. ღმერთის წყალობით, ისევ გადაარჩინა მეორე ბავშვიც მამუკამ.

პატარა ინტერვალის შემდეგ, ისევ ისმის ყვირილი: “უშველეთ!.. “ – და ისევ დაუყოვნებლივ შევარდა ზღვაში, რომ გადაერჩინა უკვე მესამე ბავშვი.

ჩემო მეგობრებო, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა ყვლასთვის და მომეყოლა თქვენთვის ამ გმირი ბიჭის ამბავი, რომლის თვითმხილველიც გახლდით მე და ვთხოვ ღმერთს, რომ ასეთი ახალგაზრდები ამრავლოს.
“მამუკა, შვილო, უფალს ებარებოდე!” – შენი ლეილა დეიდა”, – წერს თვითმხილველი.

FB კომენტარები

კომენტარი