გადაიღებენ თუ არა “ხელოვნურ სუნთქვაზე” მხატვრულ ფილმს – პროდიუსერის განცხადება

117
SHARE

 ცოტა ხნის წინ ქართველი მაყურებლისთვის სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი, შეჩერებულმა სერიალმა ხელოვნურმა სუნთქვამ სპონსორი იპოვა და გრძელდებოდა, თუმცა როგორც გაირკვა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სერიალის მიხედვით მხატვრული ფილმი გადაიღონ. სამშენებლო კომპანია სვეტმა, რომელსაც სერიალის მეორე სეზონის დაფინანსებინა ჰქონდა გადაწყვეტილი, გადაიფიქრა.
On.ge სერიალის პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა:
“შეიქმნა გარკვეული პრობლემები, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სპონსორები გაქრნენ. მათ თანხის რაღაც ნაწილი გადაიხადეს, თუმცა ეს სერიალის გაგრძელებისთვის საკმარისი არ არის.
ახლა იურიდიული საკითხების დამუშავების ეტაპზე ვართ და ვნახოთ, რა მოხდება”, – ამბობს საღინაძე.
არსებობს ვერსიაც, რომ შესაძლოა, მეორე სეზონის ნაცვლად “ხელოვნური სუნთქვა” ფილმად გადაიღონ.
“ჩვენ გვქონდა ეს იდეა. გარკვეული კითხვის ნიშნები დარჩა, რომელიც პასუხის გაცემას საჭიროებს და შესაძლოა, ამ პასუხების გაცემა ფილმში მომხდარიყო. ვნახოთ, იდეა დამუშავების ეტაპზეა და ფილმის მიმართულებით კონკრეტიკისგან ძალიან შორს ვართ”, – აცხადებს  სერიალის პროდიუსერი.

წყარო:On.ge

Comments

comments