“გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთანაც კი” – 1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

503
SHARE

ვერძი – გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთანაც კი. მაქსიმალურად მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ძველი კავშირების აღდგენას. ეს დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კურო – დღეს ნუ დაგეგმავთ ახალი პროექტების დაწყებას. უმჯობესია, მხიარული წვეულება მოაწყოთ და მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ.

ტყუპი – გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები და დასახეთ სამომავლო გეგმა. ზოგიერთს საინტერესო ადამიანთან ელის შეხვედრა. ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიარეთ.

კირჩხიბი – სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა გაგაბედნიერებთ და ენთუზიაზმით აგავსებთ. დაისვენეთ, დატკბით თავისუფლებით და პოზიტივით დაიმუხტეთ.

ლომი – არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ნუ მოითხოვთ
თანამშრომლებისგან საქმეების შესრულებას. ახლო მანძილზე მოგზაურობაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ქალწული – აკონტროლეთ ემოციები და “გაატარეთ” უსიამოვნებები. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

სასწორი – რაც უფრო ჰარმონიული და ღიმილიანი იქნებით, მით უკეთესია თქვენთვის. იყავით კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ და ისინიც ამგვარად გიპასუხებენ.

მორიელი – მშვიდად გაატარეთ დღევანდელი დღე. მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. თუ ადამიანებს ერთი მოსმენით ვერ აგებინებთ, მშვიდად აუხსენით რამდენჯერმე.

მშვილდოსანი – დააკვირდით დეტალებს, ისეთი არაფერი თქვათ, რითაც გულს ატკენთ გარშემომყოფებს. გულით იმოქმედეთ და, რაც მთავარია, ღიმილით.

თხის რქა – ახალ ინფორმაციებს გაიგებთ და შეიძლება, ახალი შესაძლებლობებიც გამოგიჩნდეთ, მაგალითად, საზღვარგარეთ გამგზავრების, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

მერწყული – ზრდილობის გამო უსიამოვნო ადამიანებსაც კი ღიმილით უნდა უსმინოთ. მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში.

თევზები – დღეს მწარე სიმართლეც უნდა მოისმინოთ და რჩევებიც. საღამოს გემრიელი ვახშამი მოამზადეთ და მეგობრებს, ახალგაცნობილებს უმასპინძლეთ.

FB კომენტარები

კომენტარი