„გაგვიზიარე პოზიტივი“ – „Fun time“ და სტუდია „NEXT LVL“ ერთობლივი პროექტი

76
SHARE

დღეს, 18 დეკემბერს, ინტერნეტ ჟურნალი „Fun time“ და სტუდია „NEXT LVL“, თბილისი მოლში, წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით #გაგვიზიარეპოზიტივი.
პროექტის ფარგლებში, თბილისი მოლის მთავარ სივრცეში განთავსდება Giffer-ი – მოწყობილობა მოძრავი ფოტოების გადასაღებად, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მივიდეს და გადაიღოს Giff-ი. შემდგომში ამ Giff-ებისგან შეირჩევა ყველაზე სახალისო და პოზიტიური და „Funtime“-ს ფეისბუქის გვერდზე გაზიარდება. საინტერესო ფოტოები შეგიძლიათ გადაიღოთ „Funtime“-ს და ულამაზეს ბანერებთანაც. ღონისძიებას ჯგუფი „NEXT LVL“-ი საინტერესო ფლეშმობით დაიწყებს.
„Funtime“-ის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ჯულია ბუჩუკური: „Funtime“ პოზიტივზე ორიენტირებული ინტერნეტ ჟურნალია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში უკვე ორი წელია არსებობს. ჩვენთან თანამშრომლობს ძალიან ბევრი ცნობილი სახე, გვაქვს საინტერესო რუბრიკები… მოკლედ, ამ ხნის მანძილზე „Funtime“-მმა შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დასამახსოვრებელი პორტალი. რაც შეეხება დღევანდელ აქტივობას, ეს ჩვენი მხრიდან პირველი არ არის – 2 წლის წინ, როცა პირველად გამოვჩნდით ინტერნეტ სივრცეში, პირველი ფლეშმობი სწორედ თბილისი მოლში გვქონდა. მაშინ ამაში ანსამბლი „ერისიონი“ დაგვეხმარა. პირველ ფლეშმობს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა -ჩვენი გუნდი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარა. წელს, ჩვენი აქტივობა წინასაახალწლო პერიოდს უკავშირდება. გვინდა ადამიანები კიდევ უფრო გავახალისოთ და შევუქმნათ პოზიტიური განწყობა. მოკლედ, „Funtime“-მმა როგორი პოზიტივითაც დაიწყო, ისეთივე პოზიტივით აგრძელებს მკითხველთან და არა მარტო მკითხველთან, ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობას.“

FB კომენტარები

კომენტარი