“გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას” – სტივ ჯობსის 10 სამოტივაციო ფრაზა

66
SHARE

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორი, სტივ ჯობსი სიცოცხლეს 2011 წელს გამოეთხოვა. იმ დროისთვის მისი ქონება $11 მილიარდს შეადგენდა. ის განსაკუთრებული იყო უჩვეულო გამონათქვამებითაც, რითაც დღემდე ახერხებს ადამიანების შთაგონებასა და მოტივირებას.

1. როდესაც ხარ დურგალი და ქმნი ლამაზ კომოდს, შენ არ გამოიყენებ უბრალო ფანერის ნაჭერს მაშინაც, თუკი ის ზურგისკენ იქნება მოქცეული და ვერავინ დაინახავს. შენ გამოიყენებ კარგ მასალას და ამას გააკეთებ იმისთვის, რომ ღამით მშვიდად გეძინოს, ხოლო ხარისხმა დროს გაუძლოს.

2. ჩემი ბიზნესის მოდელი “ბითლზია”: ოთხი ბიჭი, რომელიც ერთმანეთის ნეგატიურ მიდრეკილებებს აკონტროლებდა და აბალანსებდა, საბოლოოდ კი მიიღებოდა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე თითოეული მათგანის უნარების ჯამი.

3. გახსოვდეს, რომ მოკვდები. ესაა საუკეთესო გზა, რითაც რაიმეს დაკარგვაზე ფიქრს ვანებებ თავს. შენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საკუთარ გულს არ უნდა მისდიო.

4. როდესაც პირველად იწყებ პრობლემის გადაჭრას, გამოსავალი თავიდან რთულად მიიღწევა და ადამიანებს ეს აბრკოლებთ. თუმცა, თუ არ გაჩერდები და პრობლემას ნელ-ნელა ააცლი ფენებს, შესაძლოა, გაცილებით ელეგანტურ და მარტივ გადაწყვეტამდე მიხვიდე. უმეტესობა, უბრალოდ, არ დებს საკმარის დროსა და ენერგიას. ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლები არიან ჭკვიანები და სურთ ისეთი პროდუქტი, როგორსაც ჩვენ ვქმნით.

5. როდესაც რაღაც კარგად გამოგდის, არ შეჩერდე ამაზე დიდხანს. ეცადე, კიდევ უფრო უკეთესი რამ შექმნა.

6. გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას. ისინი გიკარნახებენ, ვინ გინდა, რომ დადგე.

7. მჯერა, რომ იმის ნახევარი, რაც წარმატებულ და წარუმატებელ მეწარმეებს განასხვავებს, სიჯიუტეა.

8. ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს გირტყამს. არ დაკარგო რწმენა.

9. “ეფლიდან” გამოშვება ჩემთვის საუკეთესო რამ იყო. წარმატებულად ყოფნის სიმძიმე, უეცრად, დამწყების სიმსუბუქემ ჩაანაცვლა. ამან მომცა საშუალება, ჩემი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებითი ნაწილი დამეწყო.

10. როცა რაღაცას ქმნი, ზოგჯერ შეცდომებს უშვებ. კარგი იქნება, თუ მათ დროულად აღიარებ და გამოასწორებ.

FB კომენტარები

კომენტარი