“გაატარე ზაფხული საქართველოში” – კამპანია, რომელსაც მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

140
SHARE

კამპანიის “გაატარე ზაფხული საქართველოში” (Spend your summer in Georgia) მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას, მიიზიდოს ტურისტები. კამპანია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შედეგად შეიქმნა.
Spend your summer in Georgia – მსგავსი სახელწოდებით შეიქმნა “ფეისბუქჯგუფი”, რომელსაც უკვე საკმაოდ ბევრი წევრი ჰყავს. ჯგუფში მხოლოდ ქართველები არ არიან – აქ მრავლად შეხვდებით უცხოელებსაც, რომლებიც ახლო მომავალში საქართველოში დასვენებას აპირებენ.
ჟულია ფიორე (საფრანგეთი): საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და წელსაც აუცილებლად ვესტუმრები ამ ქვეყანას. ქუთაისის აეროპორტში დავფრინდები და ვაპირებ, მთელი საქართველო შემოვიარო.

ფრანცისკო ვილენა (ესპანეთი): ვაპირებ, საქართველოს ვესტუმრო ამ ზაფხულს, რაც ძალიან მაბედნიერებს.

კალი აბინსონი (აშშ): უბედნიერესი ვარ იმ ფაქტით, რომ საქართველოში ვიმოგზაურებ. მოვდივარ მეგობრებთან ერთად!

რამილ ნადიროვი (აზერბაიჯანი): გაძლიერდი, საქართველო. მე ჩემს მეორე სამშობლოში ვაპირებ დასვენებას!

ჯონ სალვადორ (მალაიზია): სალამი მალაიზიიდან. აგვისტოში თბილისს ვესტუმრები.

ანა სიტეკი (პოლონეთი): მოგესალმებით, მე ვაპირებ რამდენიმე დღის გატარებას საქართველოში. მინდა, გვერდით დაგიდგეთ და გაგაძლიეროთ.

გენ­რიტ ბუ­ჯუ­პი (გერმანია) :„მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას. გერ­მა­ნი­ა­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. თქვე­ნი ემო­ცი­აც ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რად­გან კო­სო­ვო­დან ვარ. მომ­წონს ქარ­თვე­ლე­ბი, თქვე­ნი კულ­ტუ­რა, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ჩემს შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.
გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს!“

ამრ ზე­ი­ნი :”მო­გე­სალ­მე­ბით ეგ­ვიპ­ტი­დან!აგ­ვის­ტო­ში ვა­პი­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 კვი­რა გა­ვა­ტა­რო. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი თქვენ­თან შეხ­ვედ­რას და ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქვეყ­ნის ნახ­ვას.”

FB კომენტარები

კომენტარი