„გაანადგურე რომანტიკული კაპიტალიზმი!“ – აქცია ვალენტინობის წინააღმდეგ

59
SHARE

მაშინ, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი 14 თებერვალს წმინდა ვალენტინობას აღნიშნავს, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რომანტიული დღესასწაულის ჩაშლას ითხოვენ. იაპონიაში არსებობს ასეთი ორგანიზაცია – “არაპოპულარული ადამიანების რევოლუციური ალიანსი“. სწორედ ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, ვალენტინობის წინააღმდეგ მიტინგი გამართონ და, ტოკიოს ქუჩებში, პატარა ჯგუფად დაირაზმნენ.
“არაპოპულარული მამაკაცების” ლიდერმა, ტაკაიუკი აკიმოტომ, მეგაფონში იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებიც უამრავ ფულს ხარჯავენ საკონდიტრო ნაწარმსა და საჩუქრებში. მეგაფონში რამდენიმე ლოზუნგიც დაიყვირა. ლოზუნგებს შორის ყველაზე აღსანიშნი იყო – „ძირს წმინდა ვალენტინის დღე!“, „გაანადგურე რომანტიკული კაპიტალიზმი!“ და სხვა.
მიტინგის მონაწილეებმა საპროტესტო მარშით გაიარ-გამოიარეს და დაგმეს დღესასწაული, რომელიც, მათი აზრით, კაპიტალისტების სატყუარას წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ცალკეული კომპანიების, თუ ბიზნესსექტორის გამდიდრებას ემსახურება.

FB კომენტარები

კომენტარი