ბუფონისა და კრიშტიანუს ემოციური შეხვედრა – რა უთხრა ფეხბურთელმა მეკარეს (ფოტო, ვიდეო)

328
SHARE

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, იუვენტუსის მეკარე ჯან ლუიჯ ბუფონი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც მასთან რეალის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო მივიდა, გადაეხვია და ბოდიში მოუხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის მატჩი, მადრიდის რეალსა და იუვენტუსს შორის გაიმართა, სადაც იუვენტუსი 3:0 – ს იგებდა, ბოლო წუთებში კი, მსაჯმა იუვენტუსის წინააღმდეგ პენალტი დანიშნა, რასაც გოლი მოყვა. შედეგად, იუვენტუსი ფინალურ ეტაპს გამოეთიშა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პენალტის დანიშვნას, იუვენტუსის მეკარის, ბუფონის გაღიზიანება მოჰყვა. მსაჯთან შელაპარაკების გამო კი, ის მოედნიდან გაუშვეს.

 

 

Comments

comments