ბურიტო

160
SHARE

 

ინგრედიენტები:
ბრინჯი „ბასმატი“ – 200 გრ,
საქონლის ხორცის ფარში – 500 გრ.
ხახვი – 100 გრ.
ნიორი – 30 გრ.
წითელი ბულგარული – 80 გრ.
მწვანე ბულგარული – 80 გრ.
მწვანე წიწაკა – 20 გრ.
კრემ-ყველი ვიოლა – 120 გრ.
ყველი ჩედარი – 100 გრ.
ქინძი – 60 გრ.
მარილი – გემოვნებით,
ნივრის პუდრი – 3 გრ.
პაპრიკა – 3 გრ.
კუმინი – 3 გრ.
კონსერვის ლობიო – 250 გრ (ან უბრალოდ მოხარშული ლობიო),
სომხური ლავაში – 5 ცალი (თითოეული ბურიტოსათვის ვიყენებთ ნახევარ ლავაშს).

მომზადების წესი: ბრინჯი მოვხარშოთ. ხახვი რგოლებად დავჭრად და მოვდაღოთ. შემდეგ ფარში დავუმატოთ, ზემოდან ნივრის პუდრა, კუმინი და პაპრიკა მოვაყაროთ. ცეცხლზე 12 წუთის განმავლობაში დავტოვოთ, თან პერიოდულად ვურიოთ. მიღებული მოშუშული მასა ამოვიღოთ და ამავე ტაფაში გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკები, წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანე წიწაკა მოვშუშოთ. ვშუშოთ ორი წუთის განმავლობაში. მიღებულ მასას კონსერვის ლობიო დავუმატოთ. შემდეგ კრემ-ყველი დავუმატოთ და მარილი მოვაყაროთ. კარგად გადავურიოთ და ცეცხლზე ორი წუთით დავტოვოთ. შუაში გაჭრილ ლავაშზე მოხარშული ბრინჯი მოვათავსოთ, ლობიოსა და ბოსტნეულის მასა, ზევიდან კი მოვაყაროთ ფარში. გადავახვიოთ ისე, რომ მასა ლავაშში გახვეული იყო.

FB კომენტარები

კომენტარი