ბუნებრივი ნაძვის ხით სახლში “მკვდარ ენერგიას” შეიტანთ

445
SHARE
????????????????????????????????????

როგორც ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ნაძვის მოჭრა, ან ბუნებრივი ნაძვის ყიდვა სახლში “მკვდარ ენერგიას” შეიტანს. ამის შესახებ ასტროლოგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

“შარშან დავწერე, საახალწლოდ ნაძვები არ მოჭრათ, ხალხმა კი, თუ სადმე ბუნებრივი ნაძვი ნახოთ, არ იყიდოთ და მხოლოდ ხელოვნური ნაძვის ხეები იყიდეთ-მეთქი. ამის გამო ვიღაც „ჭკვიანმა“ დაწერა, „რამაზ გიგაური ხელოვნური ნაძვის ხეების ბიზნესშია და ამიტომ მოუწოდებს ხალხს, რომ ბუნებრივი ნაძვის ხე არ იყიდონო“.

წელსაც იგივეს ვწერ და უფრო მეტსაც. არ იყიდოთ ბუნებრივი ნაძვის ხე, რადგან თქვენ სახლში შეიტანთ „მკვდარ ენერგიას“. ეს არის საზიანო. ნაძვის ხის მორთვა მოდის სიცოცხლის ხის მისტერიიდან, რომლის სიმბოლო ჩვენთან -საქართველოში იყო ნატვრის ხე. გინახავთ, ვინმეს ნატვრის ხე მოეჭრას და სახლში წაეღოს?! მას უბრალოდ რთავდნენ და სურვილებს უთქვამდნენ. ნაძვის ხე არის სიმბოლო და ამისთვის არ არის საჭირო ტყის გაკაფვა და ნაძვების განადგურება. ისევე როგორც ბზობას არ არის საჭირო ბზების გაჩეხვა, მადლს თქვენს სახლში ქოთანში ჩარგული ბზაც კარგად შემოიტანს. ასე რომ, ნუ გაჩეხავთ ნაძვებს და ნუ იყიდით ახალ წელს ბუნებრივ ნაძვს. პოლიციამ კიდევ, კეთილი ინებოს და დააწესოს ძალიან დიდი ჯარიმა ნაძვის მოჭრისთვის და კიდევ, ეს ჩინური ასაფეთქებლებიც აკრძალეთ, დაუბრმავებიათ დღეს სამარშუტო ტაქსის მძღოლი”, -წერს გიგაური.

FB კომენტარები

კომენტარი