ბრუნა მარკეზინი: ”ნეიმარი არაფრის ბაიბურში არაა”

448
SHARE

უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარი, მრავლისშემძლე და ყოჩაღია სტადიონზე, მაგრამ, სტადიონის გარეთ რბილად რომ ვთქვათ – ვერაა სათანადო დონეზე. ამას უკვე ნეიმარის არაერთი ყოფილი გულისსწორი აცხადებს.

ბრაზილიელი შემტევის ერთ-ერთი ყოფილი სატრფო, ახალგაზრდა მოდელი და მსახიობი, ბრუნა მარკეზინი ესპანურ მედიასთან საუბრის დროს აცხადებს, რომ ნეიმარი მთლად სრულ ჭკუაზე ვერ არის და ამ ბიჭთან მცირეხნიანმა რომანმა მის ცხოვრებაში ბევრი პრობლემა და სტრესი გამოიწვია.

”მე ვიცი, რომ ნეიმარი კარგი ფეხბურთელია და ხშირად მომისმენია მისი ქება როგორც ფეხბურთელის, მაგრამ როგორც ადამიანი, საერთოდ არ იმსახურებს სიმპათიას, რადგან ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭია, რომელიც უცებ გამდიდრდა და ამ ცხოვრებისა არაფერი გაეგება.” – ამბობს ბრუნა მარკეზინი.

წყარო:worldsport.ge/

FB კომენტარები

კომენტარი