ბრტყელი დედამიწის მიმდევრები ყინულოვანი კედლის აღმოსაჩენად კრუიზს გეგმავენ

34
SHARE

ბრტყელი დედამიწის ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორები, 2020 წლისთვის, კრუიზს გეგმავენ, რომლითაც დედამიწის გარშემო არსებული გიგანტური ყინულის კედელის აღმოსაჩენად ირაზმებიან. ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენციის, FEIC-ის თანახმად, მოგზაურობა 2020 წელს დაიწყება. კრუიზის მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ ბრტყელი დედამიწა ყინულის დიდი კედლითაა შემოსაზღვრული. ღონისძიების დეტალები და ზუსტი თარიღი, მათივე თქმით, მალე გამოქვეყნდება. კრუიზი, ამ დრომდე, მათ მიერ გახორციელებული ყველაზე დიდი და ყველაზე გაბედული მოგზაურობა იქნება. ამ თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ფოტოები, რომლებზეც მომრგვალო, მრუდი ჰორიზონტია ასახული, ნასა-ს მიერ შექმნილი ერთ-ერთი კონსპირაციაა.

FB კომენტარები

კომენტარი